ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მარტი, 2011


***

მამრი თვალებსა ნაბავს,
ნისლი ჩამოჩნდა ველში,
მდედრი ისწორებს კაბას,
გვიმრა სწორდება წელში.
მატრაკვეცაობს სიო,
ვერ გააჩუმა წნორმა,
ანდა რა ხალისია
ღამის მეტრფეთა ჭორვა.
ბუტბუტით მიდის ღელე,
მზე ყვითელს ლოკავს ტატნობს,
მდედრი ცოტა ხნის მერე,
ტყისპირში ჩაჩნდა მარტო.
ის კიდევ იდგა ჩრდილში,
მხრებზე დაყრილი ნამით...
რა ლამაზია შიში,
გაჯერებული მამრის.
                                            ტ. ხარხელაური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები