ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2011


ვნებანი მეტაფიზიკურ ქალაქში

სამყარო.....  სარკის ხრწნადი ანარეკლი,
და ჩვენ...
გულგრილი სარკე!...
მე არ მინდოდა  რომ მენახა
დრო––––მეტასტაზი
როგორ გვაბერებს....
სამყაროვ,
მოგვეც ყველას " ში"  " ზე "" თან"
მოგვეცი რამე გამოსავალი...
ვირტუალური გალიიდან!...
ამ შემოქმედით მდინარებაში,
სადაც არასდროს სიტყვა და რეალობა 
ერთმანეთზე  არასოდეს დაიყვანება...
და  სინამდვილეს ვერასოდეს ჩაატევ  თქმულში!..
დიდი ხანია  რაც შეირყა ეს სამყარო,  ცოფმორეული ,
ვარსკვლავები კი შორიდან ბუზებსა გვანან....
ჩვენ დავიძირეთ ყოფიერების  გაუმაძღარ და მყრალ  ხახაში,
არსად ჩანს მხსნელი––შუამავალი .....


ღამეა მხოლოდ....
შეცბუნებული,  პირქუში და ცარიელი !..
იტვირთეს ღამე ჩვენი სახლის სახურავებმა,
სახლებში... სადაც ახლა საგნებს დავუმეზობლდით ,
სახლებში.... სადაც სულის შიდა მხარეს ჩუმად ვათვალიერებთ ,
სახლებში..... სადაც დიდხანს ვითამაშეთ
ეს მძიმე და უსიტყვო როლი,
მარტოობა!....
მეტაფიზიკურ ქალაქების პარადოქსული სიცარიელე.....

07.03.2011.  სერგეი ნეველი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები