ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გრეგორი ლომაძე
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2011


ნერვიული სარკე

გამჭოლ სარკეში ნერვიულად სრულდება
გადაჭრილ პრობლემათა ზარები
ტროტუარის პირს მინა ორსულდება
ამოუხსნელ განტოლების ბზარებით.
მინაზე კედრი ქრის თეთრად ან ფრთხილად
ნისლები სევდის იშლება ბუნდად
თვალზე წვრილი ნამი ჩანს მსხვილად,
ნამი, თოვლს რომ შემორჩა ხურდად.
ფიფქი კი თოვლს კვეთავს თავხედს
გუნდა კი თავხედს მიიკრობს ვითომ
თოვლი კვლავ გაყინულ მზერას იბადებს
მზერას, რომელიც მახეა თითქოს.
ლამპიონს ურცხვად წაასკდა ორთქლი,
ღრუბელი ჩუმად ბალიშებს იქრობს...
არ ჩაიხედო სარკეში მოთქვი,
მოთქვი, რომ ეგ მზერა ჩემს მუზებს იპყრობს.
ტრაგიკული ლატარეა კი სრულდება ლამის
დაკარგულ ხატებას სივრცე რომ უშოვა...
შენი აჩრდილი შენ-დება ღამის,
ღამის, რომელიც უშენოდ უშნოა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები