ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2011


პასუხი მიძღვნებზე .

ექსპრომტი..

თითებით ვეხებით ჩვენს შორის მანძილებს,
მე მარტის არეულ ამინდის მსგავსი ვარ,
გრძნობებით გაჟღენთილ ნაფიქრალ სტრიქონებს,
მტრედები მოგიტანს.

მე მოვალ ჩუმად და გეტყვი: გ ი ო რ გ ი –
სუფთა და თოვლივით სპეტაკი გული გაქვს,
მე არ ვწერ ლექსებს და თუ ვერ ვთქვა სათქმელი
შენ ტიტებს მიენდე
                        ისინი გეტყვიან!


                2011



პასუხი ლექსზე ,,გაბუტული ტიტები"

ისევ ავიჩემებ უგულობას,
გული გაყინული აკორდია,
მე რომ ავამღერე ბეღურები,
ხეზე ყინვისაგან ცივდებიან,

გრძნობის არ მესმის და ვერ გიტყდებით,
თურმე ის იმდენად ძლიერია,
ზოგი გადმოლახავს კილომეტრებს,
ზოგს კი გვერდით ჰყავს და ვერ უცვნია,

სული მოვიხურე პოეტების,
წყენა უმიზეზოდ ,,არ" მჩვევია,
შენ რომ დადიოდი აღმართ–დაღმართ,
ახლა გაბუტული ის გზებია.

ისევ ავიჩემებ უგულობას,
ეს კი  უარაფრო მიზეზია,
შენ რომ ვერ გპატიობს მე კი არა,
სწორედ გაბუტული ტიტებია.


მეგობარ პოეტს : გიორგი არაბიძეს...


                    2010


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები