ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


ზარები

მკვდრული სიმშვიდე დაუფლებოდა ირგვლივ ყველაფერს
და მზის სხივებიც ზღვის ტალღებზე ირეკლებოდა,
თითქოს მზეც გრძნობდა და ზღვაც გრძნობდა მის გაჭირვებას,
მაგრამ ვაი, რომ მას ვერცერთი ვერა შველოდა.
ვეღარ იტანდა, ვერ ითმენდა უსამართლობას
და ყელში მხოლოდ ბოღმა, ზიზღი ებჯინებოდა,
კანკალებდა და მთლად შეეპყრო გაურკვევლობას,
ამასთან ერთად შიშის გრძნობაც ეუფლებოდა...
სანახაობით მონუსხულმა ვერც კი შენიშნა,
ანგელოზებმა როგორ გაუღეს გულის კარები,
ისევ მათ იხსნეს, მადლობელი იყავ ღმერთისა,
თუმცა, მის გულში სამგლოვიაროდ რეკდნენ ზარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები