ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2011


Ibiza - მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე




ბალეარის კუნძულების არქიპელაგი.ხმელთაშუა ზღვა.
Ibiza -როგორც გოა და ბერლინის  “liebe parad”
ადგილობრივი „ჯეკი-ბეღურები“ ცხოვრებას იზღვევენ
ნაპირზე,-სადაც მზეს ღრუბელი არასდროს არ ფარავს.

მე,-შავი მონოკინი,თეძოზე გაკვანძული ყვითელი პარეო.
შენ,-შავგვრემან მხრებზე მოგდებულს ატარებ მაისურს,
თვალებით ნარუჯი სხეულის კიდურებს, ქურდივით იპარავ.
-ლაიმის წვენი მინდა!-და შენ მე ამ თხოვნას მისრულებ.

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი  სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.

კლუბი “Pacha” -სკენ  მივეშურებით მოტოროლერით.
(ნაღებისფერი მზე დაეშვა ჰორიზონტზე ნარმის აფრებად).
კლუბურმა რიტმებმა დედამიწა ხელისგულზე ამოატრიალა
და გაოცებული ჩვენი მზერა გავს ბუდეში ჩიტის შეფრენას.

შენი თვალების 105-იანი ობიექტივი შორს უკვე აფოკუსებს
ტატუირებული გოგოები სტრიპტიზს რომ ცეკვავენ,-ლაკონურს...
ვუკვეთავთ „mohito”-ს  და პიტნის ფოთლების მაგივრად ფიკუსი
ამწვანებს  Rideli -ის ჭიქას და,- ამდენ ემოციას დაერთო კოლაფსი...

და ასე მარტივად....

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი  სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.


Ani matisi  2011   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები