ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2011


ჩვენ (ია მშვიდობაძეს, ნინიკო მშვიდობაძეს, თამარ ბუკიას, მედეა კაზარაშვილს, მაკა გელაშვილს, ხათუნა როგავას, გიორგი მაკაველს)

ჩვენ ერთი სატკივარი გვაქვს,
ქვეყანა გვტკივა ერთი.
ჩვენ ამ ტკივილსაც ავიტანთ,
გაგვაძლებინებს ღმერთი.
ლელოს ისევე გავიტანთ,
ზღვას გადავცურავთ რწმენით.
დროშას მწვერვალზე ავიტანთ,
მიზანს მივაღწევთ ჩვენით.
ხალხით სავსეა მთაწმინდა,
მერმისი არის ჩვენი.
ჩვენ სხვა სიმდიდრე არც გვინდა,
ჩვენ მდიდრები ვართ ენით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები