ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2011


ნათ...

ნათ, ჯიქურ მოჯარდნენ ავდრები საჯიჯგნად,
ცა მზერა დამზრალი მზრალი მზის ზიარი,
დღემ ყველა სანახი სანაყით დაჯეჯგვა,
გახსნილა გული ვით დამეხილ ბზის ბზარი.
ნათ, ბრმა სიბრალულებს ვერაფრით ვემწუთხე,
შედეგი სტატიკურ სტატისტის სტატუსი,
წუნკალი წვიმებით დაწინწკლულ წვრილ წვიმებს
ნეონის ალებით არის რომ სატრუსი.
ნათ, სკივრში ჩაგმანულ ხმელ ხსოვნებს ვიხსებებ,
ზვავებში ნაზამთრალ სიზმრების სერია,
კარადა, ნათურა, მაგიდა თუ სხვენი,
ნინველა სხეულის სიელვე ერია.
სად შენ და სად ჩემი სხეული ანათემა,
მზემ სხივი საშველად ბებერ ბინდს უშობა,
ვიღაც ამ ჟინლექსსაც უპოვნის გამართლებას,
ვით ღამის ნისლების საწოლზე მრუშობას.
ეს სამოსგაცლილი ხეებიც მარხულობს,
სველ ცას რომ აშორეს მახვილი დამოკლეს,
ორგაზმიდან რომ ორგაზმამდე მარხულობ,
ოდიშურ ფაშატს აღვირი უმოკლეს.
ნათ, ალი წამიკიდონ იციან ეს ტიტებმა,
ყველა მოწყენილმა ჩრდილმა აქ იაროს,
ნათ, ფიფქ-ენძელა ქალს მზეც კი გეფლირტება,
ცხელი კერტებიდან ცვრებიც დარიანობს.
ნათ, ვნება წკმუტუნებს ვენებში ლეკვივით,
მოისხი სხეულზე სინაზე ვით ფარი,
სიცოცხლეს დადებულს ლანგარზე ტკბილლუკმა
პურივით იზოგებ და ცისკენ იჩქარი...
.........................................................................
ნათ, დაცლილ ზეცამდე მიწაა საცდელად...
.........................................................................
ნათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები