ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2011


ისევ ბობოქრობს არწივი(ვაჟა-ფშაველას)

"....კიდევ დიდხანს ვწერო, კიდევ დიდხანს ვწალდო
და წარვსდგე მკითხველის წინაშე სიტყვითა მართლითა
და გულითა ნათელითა".
გიორგი ლეონიძე
"ნატვრის ხე"

ისევ ბობოქრობს არწივი
გაუტეხელის გულითა,
ვერ შეედრება მას ვერვინ
მხარ-ბეჭით, ტანით სრულითა,
ჯერაც ისევე მხნედ არის
ისევა მტკიცობს სულითა,
იგი  ქველისა  მკეთები
მართალი არის გულითა,
განთქმული არის მთელს მთაში
სიტყვითა დათაფლულითა,
გული ეჭრება ლახვრითა
სამშობლოისა წყლულითა,
თვალი ევსება ცრემლითა
გულიცა სიბრალულითა,
როს ხედავს მთელი ქვეყანა
როგორ იკოდვის ცულითა.
ჩემს ერთ მეგობარს ეს უთქვამს
ვერ აღვსდექითო ვით ქრისტე,
ეს ხდება, ღირებულება
მარადი თუ დავივიწყეთ.
მაგრამ აღვსდგებით თუ სწორი
სავალი გზებით ვიარეთ,
თუ ჩვენში ჩაუქრობელი
სიკეთის ცეცხლი იალებს.
ასე იარა ფშაველმა
რაზიკაშვილმა ლუკამა
სწორი გზებით და ბილიკით,
მან არ იცხოვრა უგვანად.
სწორედ ამიტომ ის აღსდგა
სწორედ ამიტომ ის ცოცხლობს,
ფშავის უძლევი არწივი
დღესაც ისევე ბობოქრობს.

2002
8 ივნისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები