ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2011


გიას

შენ ისეთ საზღვარს გადააბიჯე,
რომ შეგიძლია თვით ქარებსაც გამოედევნო,

შენი სული ისე დამჩატდა,
რომ ბუმბულივით შეუძლია ნიავს დაეყრდნოს,

ტკივილებმაც კარი ისე უცებ გაიხურეს, მართლა გაგიკვირდა,
რომ ყველაფერი, რასაც ასეთი ცუდი ბოლო მიმოუჩანდა,
რასაც უბრალოდ შიში ერქვა, სიახლის შიში,
ასე უცებ... ასე იოლად
გადაასრულდა,
საღამოშემდგარ პალატას, ქალაქს...

როცა ისეთ ზღვარს გადახვედი, რომ შეგიძლია,
შენ შეგიძლია ჩემს ოთახშიც შემოიხედო,
ნახო სად ვცხოვრობ, როგორ ვცხოვრობ, როგორ ვწერ ამ ლექსს...
რა ხანია არ გინახივარ,

თუთუნისგან გაყვითლებუ თითებზე,
დამძიმებულ სულზე დამხედო,
ხომ უნდა იცოდე შენს გვერდით რატომ და როგორ
არ ვიყავი, ხომ უნდა ნახო...

ვიცი, რომ ესეც არ გწყენია, მაგრამ მე ხომ უნდა გითხრა:

გული სხეულში როგორ გიტევს და განაწილებს,
რომ შენ ხარ სისხლიც, მეგობარიც, უკმარისობაც,

რომ ბრძენთა დუმილში დაბადებული სათქმელივით
ძვირფასია ჩემთვის შენი ხსოვნა, ჩემი ოჯახი,
ჩემი შავებით შემოსილი მყუდრო ოჯახი,
ჩემს მაგივრად, რომ დაგიტირებს,
ჩემს მაგივრად რომ...

მერე როცა მოხუცი დედა.
გავა და ცალკე, შენს სურათზე ჩახუტებული,
ღმერთის თვალებში მოიძიებს შვილისთვის ცრემლებს,
ყველა იმ სითბოს. სიცოცხლეში თუ რამ ვერ გითხრა,
შენს ძვირფას სურათს ყველა ტკივილს გაუზიარებს,

ვიცი, რომ თვალწინ დამიდგება ის ძველი კადრი:

სმენადქცეული საყელოები,
მზის სუსტ სხივებზე ათრთოლებული თამბაქოს კვამლი,
ბნელი ოთახის ერთადერთი თავისშექცევა

და ის ლექსები ამ ღრმა დუმილს, რომ არ არღვევდნენ,





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები