ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გრეგორი ლომაძე
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2011


ვიწრო ქუჩებში...

ვიწრო ქუჩებში,
მთვარის ტუჩებზე,
თოვლის ბაღებში,
თოვლის ბალიში
ჩუმად დაეშვა
თამაშ-ნუგეშად
ბავშვის უბეში.
ნავი ქაღალდის დარჩა გუბეში,
უშნო, უხეში
გამვლელს უეცრად,
თვალი გაექცა,
სადღაც კუთხეში,
ქოლგა დაკეცა
პერანგა გოგომ,
ცა იღიმოდა გაზაფხულის უფრო,
გაფრენას უფრთოდ,
დიდი თვალებით, სადა და სუფთა
დაღლილი მზერით.
და მარტის ფერში ჩაღვრილი სუნთქვა.
თანდათან თოვდა,
სულ ახლოს,
სულთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები