ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2008


დაპირება

„არავინ გჩუქნის ყვავილებს? მე გაჩუქებ.“
                    -ვირტუალური დაპირება.



ნერვებზე წვეთავს გაუთავებლად,
დრო, მოლოდინის აგებს სტალაქტიტს...
კრიალოსანი კი ლოცვის ნაცვლად
თვლის ჩემს სახლის კარს აცდენილ ნაბიჯს.

ფეხქვეშ გაგებულს მე ყველა ქვეყნის
ცხვირს მიბზუებდნენ მუდამ ღმერთები:
„მოკვდავო, ჩვენ თუ არ მოგვესურვა,
არ სრულდებიან დაპირებები!“

და წარმართული ჯადო-ცეკვებით
დარდები ველურ რიტმში ბუქნიან:
მე ვგლოვობ, როგორც შეწირულ პირმშოს,
ყვავილებს, შენ რომ არ გიჩუქნია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები