 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 24 მარტი, 2011 |
ეს ამბავი იმ უხსოვარ დროში მოხდა, როცა სიბრძნე ჯერ ისევ იფურჩქნებოდა . ერთხელ ერთი ბრძენი ტყეში მისეირნობდა , აქეთ–იქით იყურებოდა როგორც ყვავი და თან სიცოცხლის აზრზე ,ყოფიერებაზე და სხვა ათასგვარ სისულელეზე ერთდროულად ცდილობდა ეფიქრა. ამ სეირნობაში ის სულ უფრო ღრმად და ღრმად შედიოდა ტყეში, ამ დროს მიგდებულ ვიწრო ბილიკზე მას საშინელი ,შავი, დიდი ,ტყის ველური ნეხვი გადაუდგა და სულისშემძვრელი ხმით შესძახა: –––ეჰეი ბრძენო!.. ახლა მე შენ შეგჭამ.... და ბრძენი რომელიც ჯერ არ იყო გამოცდილი ასეთ სიტუაციებში და ჯერ საკმაო სიბრძნე არ შეესრუტა ცხოვრებიდან, უცებ შეშინდა , აკანკალდა და ტირილით გაიქცა უკანმოუხედავად.... დიდხანს ირბინა , მერე დაემხო მიწაზე და გულამომჯდარმა ,ტირილითვე ჩამოაყალიბა პირველი სიბრძნე: სიბრძნე (1 ) ნეხვის შიშით ტყეში აღარ უნდა ვიაროთ. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგ, იგივე ბრძენი ,რადგან მოგვიანებით მიხვდა რომ ტყეში ნეხვის შიშით არ წასვლა სისულელეა, გადაწყვიტა ისევ გასეირნება, იარა , იარა , დიდხანს, ფიქრობდა სამყაროს ავ–კარგზე, სიკეთესა და ბოროტებაზე ადამიანის დანიშნულებაზე, სანამ ისევ არ შეეხეტა ტყის სიღრმეში, სადაც მას იგივე ბილიკზე, ტყის საშინელი, შავი, ველური ნეხვი გადაუდგა. –––ეჰეიიი , ბრძენო !...ახლა მე შენ შეგჭამ!..... მაგრამ ბრძენი რისი ბრძენი იქნებოდა თუ დაუთმობდა?... ამიტომ მან ხმა დაიბოხა და უფრო საზარელი და გამყინავი ხმით შესძახა ,ისეთი ხმით რომ, ნეხვიც კი შეკრთა...... ––– რას მელაპარაკები !.. შე მართლა ნეხვო !!!.. შენ კი არა , მე შეგჭამ!.. მეეე!!!!!!..... –––არა , მე... ––მე !.. მე !... მე შეგჭამ , შეგსანსლავ...... დიდხანს ჩხუბობდნენ.... მოსაღამოვდა ...მთელი ტყე მათი ხმებით აივსო ,მერე მათი ყვირილისგან ქარიშხალიც ამოვარდა , ასწლოვანი ხეები ძირფესვიანად ამოიძირკვა, მიწა ზანზარებდა !!!!... ბოლოს აჯობა ბრძენმა , რადგან სიკეთე ყოველთვის ჯობნის ბოროტებას და შეჭამა საშინელი ,შავი ,ტყის ველური ნეხვი!.... გულდასმით დაღეჭა , არც დაუბოყინებია, ისე შესანსლა მადიანად .. გახარებულმა!... მერე ამაყად მოდიოდა უკან და მის გონებაში შემდეგი სიბრძნე იშვა. სიბრძე ( 2 ) სიკეთემ დაამარცხა ბოროტება! მაგრამ გამარჯვებას რაღაც უცნაური , ნეხვის გემო დაჰკრავდა....
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბრძენი ამ გამარჯვების შემდეგ ორი კვირა იწვა, რადგან საშინლად მოიწამლა ,გმინავდა და ხმამაღლა ილანძღებოდა ისე რომ ახლომახლო სოფლებიდან ხალხი გადაიხვეწა , შინაური ცხოველები კი გაცოფდნენ და იკბინებოდნენ .... მერე როგორღაც მას მუცლის გვრემა დაუამდა და ისევ ტყეში გასეირნება გადაწყვიტა. იარა, იარა და ისევ საშინელ ,ველურ , შავ ტყის ნეხვს გადაეყარა. ––ეჰეი ბრძენო თუ ბრძენის არამსგავსო !... ეჰეი !... ახლა შეგჭამ!..... ––შემჭამ კი არა და ....შენი დედაც , მამაც და შენი მთელი გვარი , შენი ოდნოკლასნიკები და შენი მეგობრების მეგობრებიც შენი ფეისბუკის ძმაკაც–დაქალებიც ...შენთვის კარგის მსურველი და შენი მომგონიც!!!!...და კიდევ იცი ვიინ?????? ---ვინ?!...---შესძახა უკიდურესად გაღიზიანებულმა ნეხვმა. ---ვინ და.... სკაიპზე დამატებულები!!!....ყველა!... ყველა!.... აი ეგრე.... ––უჰ .... შე არაბრძენო...... როგორ ამყრალებულხარ ?..... მე შენ გიჩვენებ.....დაიცა.... და დაეტაკა შავი ,ველური ,საშინელი ტყის ნეხვი ბრძენს!... მაგრამ ბრძენი გამწარებული იყო , მუცლის ტკივილი კარგად ახსოვდა , ჯერ მარდად გახტა გვერდზე მერე ერთი მაგრად ამოჰკრა მარჯვენა ფეხი .... ტყის სიღრმეში გადატყორცნა !.... ისეთი ძალით რომ ნეხვმა ხის კენწეროებს გადაუფრინა.....ფრრრრრრრრრრრრრრრ.......... და ორიოდ წამში მთელ ტყეში საშინელი, გაუსაძლისი ნეხვის სუნი დადგა!... ბრძენმა ცხვირპირზე ორივე ხელი აიფარა და მოძუძგა.... მის ჭკვიან თავში კი შემდეგი ბრძნული აზრი დაიბადა: სიბრძნე ( 3 ) ნუ შეეხები ნეხვს ,თორემ უფრო მაგრად აყროლდება!..
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დიდი ხნის შემდეგ ბრძენმა , რადგან საკუთარ თავში საშინელ ძალა იგრძნო , მიხვდა რომ ახლა ნამდვილად დაბრძენდა და ისევ გაისეირნა ტყეში. და მიგდებულ უდაბურ ბილიკზე ისევ გადაუდგა საშინელი და ველური, ტყის შავი ნეხვი!.. –––ეჰეი ბრძენო !!!.... დასჭექა მან –––ახლა მე შენ შეგჭამ!!!!.... მაგრამ ბრძენმა გაიღიმა და გზა გააგრძელა, მას არც კი ჩაუხედავს ნეხვისთვის საშინელ შავ თვალებში ,როგორ ამას ადრე აკეთებდა .... უბრალოდ დაიკიდა და წავიდა თავის გზით თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ––ბრძენო !... ეი ბრძენო ?... სად წახვედი .... ეეეე!!!!! ნეხვი ჩაფიქრდა ,როცა ბრძენი უკვე თვალს მიეფარა, მას საშინელი კვნესა აღმოხდა, მერე ხმამაღლა ატირდა და სამუდამოდ ,სამუდამოდ გადაიკარგა იმ ტყიდან!.... ბრძენი კი მიდიოდა ტყეში, უსმენდა ჩიტების ჭიკჭიკს, ხარბად ისუნთქავდა სუფთა ჰაერს, მიდიოდა და შემდეგ სიბრძნეზე ფიქრობდა ,რომელიც თანდათან იბადებოდა მის თავში: სიბრძნე (4 ) ცხოვრებაში ბევრი ნეხვი შეგხვდება , მაგრამ თავი არ უნდა დაიმცირო მათთან ლაპარაკით ....... -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სერგეი ნეველი 24.03.2011.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ვიხალისე და ჭკუაც ვისწავლე :))))) ++ ვიხალისე და ჭკუაც ვისწავლე :))))) ++
18. ბოლო სიბრძნე მართლაც სიბრძნეა. და დანარჩენებიც. ზღპარივითაა და ზღაპრის დაწერას ყველაზე მეტი სიბრძნე სჭირდება. ბრძენი ხართ თქვენ სერგეი, ბრძენი!!! ბოლო სიბრძნე მართლაც სიბრძნეა. და დანარჩენებიც. ზღპარივითაა და ზღაპრის დაწერას ყველაზე მეტი სიბრძნე სჭირდება. ბრძენი ხართ თქვენ სერგეი, ბრძენი!!!
16. სერგეი! ოჰო ამ საიტზე ლიტერატურასაც ქმნის ხალხი! (ერთეულები... ჯერჯერობით) სერგეი! ოჰო ამ საიტზე ლიტერატურასაც ქმნის ხალხი! (ერთეულები... ჯერჯერობით)
15. სიბრძნე (4 ) ცხოვრებაში ბევრი ნეხვი შეგხვდება , მაგრამ თავი არ უნდა დაიმცირო მათთან ლაპარაკით ....... ასეთი სიმართლე კარგა ხანია არ წამიკითხავს სიბრძნე (4 ) ცხოვრებაში ბევრი ნეხვი შეგხვდება , მაგრამ თავი არ უნდა დაიმცირო მათთან ლაპარაკით ....... ასეთი სიმართლე კარგა ხანია არ წამიკითხავს
14. სიბრძნე (1 ) ნეხვის შიშით ტყეში აღარ უნდა ვიაროთ. სიბრძე ( 2 ) სიკეთემ დაამარცხა ბოროტება! მაგრამ გამარჯვებას რაღაც უცნაური , ნეხვის გემო დაჰკრავდა.... სიბრძნე ( 3 ) ნუ შეეხები ნეხვს ,თორემ უფრო მაგრად აყროლდება!.. სიბრძნე (4 ) ცხოვრებაში ბევრი ნეხვი შეგხვდება , მაგრამ თავი არ უნდა დაიმცირო მათთან ლაპარაკით .......
აუუუ, გაიხარე, სერჟ! ასე ძალიან არაფერი მომწონებია კაი ხანია! 55555555555555555555555555555555 სიბრძნე (1 ) ნეხვის შიშით ტყეში აღარ უნდა ვიაროთ. სიბრძე ( 2 ) სიკეთემ დაამარცხა ბოროტება! მაგრამ გამარჯვებას რაღაც უცნაური , ნეხვის გემო დაჰკრავდა.... სიბრძნე ( 3 ) ნუ შეეხები ნეხვს ,თორემ უფრო მაგრად აყროლდება!.. სიბრძნე (4 ) ცხოვრებაში ბევრი ნეხვი შეგხვდება , მაგრამ თავი არ უნდა დაიმცირო მათთან ლაპარაკით .......
აუუუ, გაიხარე, სერჟ! ასე ძალიან არაფერი მომწონებია კაი ხანია! 55555555555555555555555555555555
13. ბრძენის ბოლო საქციელმა გამაოცა, როგორ ამაღლდა ნეხვზე...!!! :-/ +2-ზე მეტს ვერ ვწერ სამწუხაროდ :)) ბრძენის ბოლო საქციელმა გამაოცა, როგორ ამაღლდა ნეხვზე...!!! :-/ +2-ზე მეტს ვერ ვწერ სამწუხაროდ :))
12. ჰო, სიბრძნე ასეთია!..
5555 ჰო, სიბრძნე ასეთია!..
5555
10. :))ძლივს არ დაბრძენდა ბოლოში, ეს შენი ახალბედა ბრძენი!მულტფილმივით გამირბინა კადრებად, თვალწინ!:):-*5 :))ძლივს არ დაბრძენდა ბოლოში, ეს შენი ახალბედა ბრძენი!მულტფილმივით გამირბინა კადრებად, თვალწინ!:):-*5
9. ნეხვნაჭამი ბრძენის სიბრძნე _ ემპირიული სიბრძნეა :) ცდით დადასტურებული და ამიტომ უდავო. ყველა ნეხვნაჭამზე რომ ითქმებოდეს ბრძენიაო, ჩვენი ქვეყანა პირველობას არავის დაუთმობდა ალბათ, ერთ სულზე ბრძენების რაოდენობით. ნეხვიც ბლომად გვაქვს და მიმრთმევები ხომ თავსაყრელად _ უკაცრავად ცოტა ამიყროლდა კომენტარი :) ნეხვნაჭამი ბრძენის სიბრძნე _ ემპირიული სიბრძნეა :) ცდით დადასტურებული და ამიტომ უდავო. ყველა ნეხვნაჭამზე რომ ითქმებოდეს ბრძენიაო, ჩვენი ქვეყანა პირველობას არავის დაუთმობდა ალბათ, ერთ სულზე ბრძენების რაოდენობით. ნეხვიც ბლომად გვაქვს და მიმრთმევები ხომ თავსაყრელად _ უკაცრავად ცოტა ამიყროლდა კომენტარი :)
8. რამ გაგამწარა ადამიანოოო! რამ გაგამწარა ადამიანოოო!
7. 1) არ არის ის, რაც თქვენ შეგეფერებათ... მე ასე ვფიქრობ :) 1) არ არის ის, რაც თქვენ შეგეფერებათ... მე ასე ვფიქრობ :)
6. სიბრძნე (3) გამიგია. " რაც მეტად გაჩხრეკ ნეხვს, უფრო მეტად სუნი აუვაო" კარგად წერ მომეწონა სიბრძნე (3) გამიგია. " რაც მეტად გაჩხრეკ ნეხვს, უფრო მეტად სუნი აუვაო" კარგად წერ მომეწონა
5. კარგი სიბრძნეებია აქ...ჭკუის სასწავლებელი, მაგრამ კიდევ არის სიბრძნე (5)...მაგ საშინელ და შავ ნეხვს უნდა ასწავლოს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი...:) არ მითხრა ეხლა ვერ ისწავლისო...:)..." ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინება"...:) კარგი სიბრძნეებია აქ...ჭკუის სასწავლებელი, მაგრამ კიდევ არის სიბრძნე (5)...მაგ საშინელ და შავ ნეხვს უნდა ასწავლოს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი...:) არ მითხრა ეხლა ვერ ისწავლისო...:)..." ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინება"...:)
4. სიბრძნე (4 ) ცხოვრებაში ბევრი ნეხვი შეგხვდება , მაგრამ თავი არ უნდა დაიმცირო მათთან ლაპარაკი =))
სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ :D
სიბრძნე (4 ) ცხოვრებაში ბევრი ნეხვი შეგხვდება , მაგრამ თავი არ უნდა დაიმცირო მათთან ლაპარაკი =))
სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ :D
3. სანამ მე-4სიბრძნემდე მიხვალ, დიახაც, მოგიწევს ,,მირთმევა", ანუ გამოცდილების მიღება.იუმორისტული კიარადა, ასეთი სერიოზული დიდი ხანია, არ მსმენია.
გაიხარეთ!!! სანამ მე-4სიბრძნემდე მიხვალ, დიახაც, მოგიწევს ,,მირთმევა", ანუ გამოცდილების მიღება.იუმორისტული კიარადა, ასეთი სერიოზული დიდი ხანია, არ მსმენია.
გაიხარეთ!!!
2. მაგარი სიბრძნეებიაა! :)) ისეე მესამე ვიცოდი და ნეტა ამ ბრძენისგაან? :-?
––შემჭამ კი არა და ....შენი დედაც , მამაც და შენი მთელი გვარი , შენი ოდნოკლასნიკები და შენი მეგობრების მეგობრებიც შენი ფეისბუკის ძმაკაც–დაქალებიც ...შენთვის კარგის მსურველი და შენი მომგონიც!!!!... =)) მაგარი სიბრძნეებიაა! :)) ისეე მესამე ვიცოდი და ნეტა ამ ბრძენისგაან? :-?
––შემჭამ კი არა და ....შენი დედაც , მამაც და შენი მთელი გვარი , შენი ოდნოკლასნიკები და შენი მეგობრების მეგობრებიც შენი ფეისბუკის ძმაკაც–დაქალებიც ...შენთვის კარგის მსურველი და შენი მომგონიც!!!!... =))
1. მე-3,მე-4 სიბრძნე მომეწონა:) მე-3,მე-4 სიბრძნე მომეწონა:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|