დილის 7.17 აი როგორ გვიან გათენდა... ხუთი წლის შემდეგ... ჰო, ახლა, როცა ყველაფერი გადასხვაფერდა, მე ვწერ, რომ ისევ ისეთივე უბერავს ქარი, რომ ამ ქარს ისევ ისეთი ხმა, ისეთი ძალა, ისევ ისეთი თეთრი თმები აქვს, აივენგო ბაბუასავით, ისევ ერთნაირ ყურადღებით უბერავს ქარი, ლამაზსაც და ნაგავსაყრელსაც. რატომ ქარი არა ვარ ბაბუ?.. ხომ დავუვლიდი საფლავებსაც და ყვავილებსაც, ხომ გამივლიდა მზის სხივები შემცივნულ ტანში, საფლავის ქვას რომ მივაყრდნობდი შუბლს და იქიდან გამომავალი მკვდრების სითბოს მთელს დედამიწას, მთელ დედამიწას მივაწვდიდი, როგორ აკლია... როგორი "სულ სხვა" ამინდების პროგნოზებს ვისმენთ, როგორი მძიმე "არა მიშავს" შესახლებია ერსა თუ ბერს თუ... იმ პატარებს, ჩვენ, რომ შეგვცვლიან. ბავშვმა ხომ მაინც არ უნდა სთქვას ეს "არა მიშავს" ! რატომ ქარი არა ვარ ბაბუ?.. მათ ხომ მაინც წავიმძღვარებდი, აი სკოლიდან გამოსულებს იმ ყვავილების იმ ღვთაებრივი ყვავილების წამოსაღებად, ყველა ქალაქს და ყველა ჩვენგანს დღეს, რომ გვაკლია, მერე რა დიდი სიხარულით მოსწყვეტდნენ ყვავილს, ვინ მამაძაღლმა... რომ ჩვენსავით ამ მოწყვეტის დროს გული ბავშვს არ აუჩვილდება, განა ყვავილის სილამაზეც თავგანწირვაში, იმ ანთებული სანთელივით სხვისთვის კვდომაში ასე არ არის? თუნდაც ერთი ღიმილისათვის, ერთით მეტი ღიმილისათვის, იმ გულწრფელი ღიმილისათვის, ასეთი იშვიათი, რომ შეიქნა ამოდენა სიყვარულით, ამოდენა "სიტყვაში" ნათქვამ, ჰოდა დღეს მაინც, ოცდახუთ მარტს, ორი ათას თერთმეტის, ამ წლის, (მერე რა რომ) ხუთი წლის შემდეგ, ბაბუ მე ვარ სწორედ ის ქარი ყვავილების დაკარგულ სითბოს ყველაზე სანდო, ყველაზე სუფთა, ბავშვის ხელებით რომ დაუბრუნებს მთელ დედამიწას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. სასვენი ნიშნები სულის სტროფებში ვეძიოთ. თუ კარგის დანახვა გინდა, დაინახე, გენაცვალე. ცუდის დანახვა თუ გინდა, ამაზე წერს სწორედ ეს ადამიანი. სასვენი ნიშნები სულის სტროფებში ვეძიოთ. თუ კარგის დანახვა გინდა, დაინახე, გენაცვალე. ცუდის დანახვა თუ გინდა, ამაზე წერს სწორედ ეს ადამიანი.
11. მერე რა დიდი სიხარულით მოსწყვეტდნენ ყვავილს, ვინ მამაძაღლმა.. - გაუმართავია, ეს წინადადება, ან სასვენი ნიშნებია ცუდად დასმული, თან ძალიან. მერე რა დიდი სიხარულით მოსწყვეტდნენ ყვავილს, ვინ მამაძაღლმა.. - გაუმართავია, ეს წინადადება, ან სასვენი ნიშნებია ცუდად დასმული, თან ძალიან.
10. სევდიანი.... ბავშვმა ხომ მაინც არ უნდა სთქვას ეს "არა მიშავს" !
...
ძალიან ხშირად ვამბობ ამ სიტყვებს...
სევდიანი.... ბავშვმა ხომ მაინც არ უნდა სთქვას ეს "არა მიშავს" !
...
ძალიან ხშირად ვამბობ ამ სიტყვებს...
9. როგორი სევდიანია.. ან მე მომეძალა ცუდი განწყობა ...
მომეწონა საოცრად.. როგორი სევდიანია.. ან მე მომეძალა ცუდი განწყობა ...
მომეწონა საოცრად..
7. ბოლო სტროფი განსაკუთრებით ლამაზია ბოლო სტროფი განსაკუთრებით ლამაზია
5. აზრიც, ემოციაც, სითბოც და კარგი ხედვებიც.
მოფერება ჩემგან! აზრიც, ემოციაც, სითბოც და კარგი ხედვებიც.
მოფერება ჩემგან!
3. ძალიან ძლიერია, ძალიან ემოციური და თავისი რიტმი აქვს საოცარი. მომეწონა. ძალიან ძლიერია, ძალიან ემოციური და თავისი რიტმი აქვს საოცარი. მომეწონა.
2. "...მე ვარ სწორედ ის ქარი ყვავილების დაკარგულ სითბოს ყველაზე სანდო, ყველაზე სუფთა, ბავშვის ხელებით რომ დაუბრუნებს მთელ დედამიწას."
ძალიან ლამაზი ფინალი აქვს, ვისიამოვნე... :) ++ "...მე ვარ სწორედ ის ქარი ყვავილების დაკარგულ სითბოს ყველაზე სანდო, ყველაზე სუფთა, ბავშვის ხელებით რომ დაუბრუნებს მთელ დედამიწას."
ძალიან ლამაზი ფინალი აქვს, ვისიამოვნე... :) ++
1. როგორი მძიმე "არა მიშავს" შესახლებია ერსა თუ ბერს თუ...
გიო...გიო...აქ, ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემთან, მეგობარო შენი შეგრძნება....და მაინც, აი, ახლა შემოვედი სახლში და, აქაურ დილას არაფერი სჯობია...
იმ ყვავილების იმ ღვთაებრივი ყვავილების წამოსაღებად, ყველა ქალაქს და ყველა ჩვენგანს დღეს, რომ გვაკლია,
რეალისტური და პოეტური ხედვა ერთად. როგორი მძიმე "არა მიშავს" შესახლებია ერსა თუ ბერს თუ...
გიო...გიო...აქ, ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემთან, მეგობარო შენი შეგრძნება....და მაინც, აი, ახლა შემოვედი სახლში და, აქაურ დილას არაფერი სჯობია...
იმ ყვავილების იმ ღვთაებრივი ყვავილების წამოსაღებად, ყველა ქალაქს და ყველა ჩვენგანს დღეს, რომ გვაკლია,
რეალისტური და პოეტური ხედვა ერთად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|