ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გრეგორი ლომაძე
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2011


(სამი ფიფქი)

თითქოს წვიმდა, თითქოს არც კი ტიროდა,
თითქოს შუქი არც ქრებოდა ფარნებში,
მთვარის ნაზად ჩამომშრალი ტილოდან
ჩემი ხელის შუაგულზე დაეშვი.

გინდა? ღიად ჩარაზული ფანჯრები,
გინდა? ნამით ჩუმი ღამის შეხება,
გინდა? შენი სულელური ფანქრებით
ჩემს მომდევნო ცხრა ცხოვრებას შევღებავ.

ოღონდ ასე ნუ მოიწყენ წყენებზე
გულბაგეთი გაიღიმე ერთხელაც.
აბრეშუმი ანთებულა მზეთამზე,
ცისარტყელა, მზისსარტყელა, წელრტყელა.

თითქოს ცრიდა, თითქოს არც კი ციოდა,

ენძელოდა...

              გვირილოდა...

                                    იოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები