ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2011


***

საძირკვლის ფეთქვა ისმის
კედლების სიჩუმიდან.

***
სითბო და სინათლე-
ღმერთის მოსაკითხი
და ჩვენი სიღარიბე,
ლამაზი,ტკბილხმიანი.

***
გაზაფხულის ცა-
ფიქრის
ჭრილობების წამალი.

***
სიყვარული-
ღმერთისერთა საკვირველება.

***
ქვეყანა ისე შეიცვალა
ვაითუ კარს მომდგარი
გაზაფხული გაბრუნდეს უკან.

***
იმ ადგილებზე,
ვარსკვლავები რომ ენთო წეღან,
სიბნელე უცნაურად კამკამებს.

***
მთელ ქვეყანას რომ დაუმალო
სიზმარში წამოგცდება
სახელი მისი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები