ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2008


მე-ს

უნდა დაწერო!
დაწერე ლექსი!
არა, ნუ დაწერ,უფრო დახატე!
ყოველ სტროფს, სტრიქონს
და თითო სიტყვას
სამსახიობო კაბა გახადე...
მთლად გააშიშვლე თოთო ბავშვივით
პირველყოფილად აქციე სიტყვა,
აღარასოდეს გაიმეორო
ის, რაც ოდესმე ვინმესთან გითქვამს.
დახატე სიტყვა,
ლექსი დახატე,
დახატე უთქმელ გრძნობათა ზვავი,
რითმები ისე აათავთავე,
ყანა ეგონოთ ბიბინა, ჭვავის...
მერე იკითხე რამდენიც გინდა,
ნამდვილად არვინ შეგეცილება.
არვინ მოგპარავს ნახატის მზერას...
ნეტავი მწარედ რად გეცინება?...
დახატავ კიდევ?
კიდევ გაბედავ?
ღირს ცხოვრებაში რისკი ამხელა?...
დამარხო იქნებ სათქმელი ურჩი,
რა საჭიროა ურჩის გამხელა?!...
მაგრამ ცოცხალ შვილს როგორ დამარხავ
ჯერ ემბრიონად რომ არი შენში-
ზოგჯერ მტირალა, ზოგჯერ მღიმარი
დაიბადება ახალი ლექსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები