ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2011


"რა ვის" შესახებ

ახლა არც ვიცი, ამას რა ჰქვია
ლექსი არის თუ პროზა,
სულში თუხთუხებს რაღაც საეჭვოდ,
რომ ამომხეთქავს, ვატყობ...
მიღებული მაქვს უკვე, როგორც ჩანს,
მოუთმენლობის დოზა
"სალტო მორტალეს" ვამჯობინებდი
ახლა "მორალე სალტოს"...
თუმცა, მორალიც ისე გამიცვდა,
როგორც საყელო პიჯაკს,
გადმოვაბრუნებ, იქნებ, სხვა მხრიდან
კიდევ ვატარო ერთ ხანს.
მართალი რომ ვთქვა, გამიპროტესტა,
გულს ჩარჩენია ხინჯად,
რაც გულში ჰქონდა ერთი კაცურად
ვერასოდეს რომ ვერ თქვა...
დილა იწყება ცხელი ყავით და
საღამო ცივი ლუდით.
მისვლა-მოსვლებშიც არა ყრია რა,
არც მარტოობას კურნავს.
რას დამყრანტალებს თავზე ყვავების
ჩემთვის მოცლილი გუნდი,
ეს დედამიწაც ასე სიჩქარით
მგონი, ჩემს ჯიბრზე ბრუნავს...
ძმაკაცს კითხვაზე - როგორა ხარო,
ვპასუხობ: -რა ვი, ვუძლებ!..
ოცნებებს ისე ვასაჭურისებ,
შეშურდებოდა "აბაზსს",
ვერ გავიწყვიტე ის დედისერთა
ძარღვი, მტოკავი შუბლზე,
და ამ ცხოვრებას, ჩემსავით აშლილს,
თავსაც როგორღაც ვაბამ...
    29.03.11 მგონი- შუაღამე



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები