ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2011


ვაჟას ნაკვალევს მივყვები...

ვაჟას ნაკვალევს მივყვები -
ნაბადმოსხმული ყმაწვილი,
საცაა სიმღერ-სიმღერით
ჩამომიქროლებს არწივი.
ჩამომიქროლებს... წამიყვანს,
ფრთებსაც შამასხამს ქარ-წვიმის,
შორიდან მესმის მგოსნის ხმა -
მიწის გულ-მკერდზე ნაწვიმის.
ქვეყნად ''მჯობნის მჯობნს“ რა დალევს,
თავისთან მიხმობს მაცილი,
მივყვები ვაჟას ნაკვალევს -
ჟინმორეული ყმაწვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები