ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2011


ჩაიდენს უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ს...

  გასაკვირი  იყო  მისი  სიმშვიდე  და ცივი სისხლის მდინარება  ...
  ფორიაქი სულის - უკან მოტოვებული წლების მირაჟად იქცა.
  თუმც, არასოდეს, არასოდეს შეუწუხებია შუბლზე _ ძარღვთა სიმრავლეს.
  კიდეც იმრუშა,  კიდეც იქურდა,  მოჰკლა კიდეც (ფიქრით მაინც)...
  დედა თავშესაფრის ძიებაში აქცია _ თავშესაფრის მათხოვრად!
  მამა ისე წავიდა _ ისე წავიდა, რომ მის სულთან მოსვლა ვერ შესძლო... ან_ არ მოუშვა!
  ძმაც ჰყავდა და დაც!...  ჰყავდა და არც ჰყავდა.
  იკადრა _ იცრუა!  დასჭირდა _ იგუა ავი ზნე!
  ასეთია და მორჩა!
  ვერ შეიყვარა! ვერ უერთგულა! ვერ გაუგო! ვერ დააფასა!
  დასცინა! დაჩაგრა! იხილა თვალები: ქვევიდან _ზემოთ...
  დახედა  მზერით :ზევიდან _ ქვემოთ....
  სულაც რომ არავინ მოსულიყო _ არად აგდებდა!
  გათვალა _ მოიგო...
მოიგო _ თაყვანი სცა არსებას თვისას, კიდევ ერთხელ და მერამდენედ!
მოდით, ასე ვთქვათ : გაიმარტივა არსებობა, თუმც, არასოდეს, არასოდეს შეუწუხებია
შუბლზე _სიმრავლეს ძარღვთა!
_ _ _
მირაჟები უბრუნდებიან _ გაბლანტებული და კლაკნილი სივრცის მსგავსად.
მარტოლანდი, მარტოკაცი, მარტოსხეული _ უსულო არსება...
ხედი _ცარიელი ჭურჭლიდან...
ჰო, კიდეც იმრუშა, კიდეც იქურდა და კიდეც მოკლა (ფიქრით მაინც...)
დიაფრაგმიდან_ გულამდის... გულიდან _ ხვეულებამდე ტვინის...
სულ წვრილი ძაფი _ შუბლზე გამდინარი და...
დაჩრდილულ, დაბურულ სამშვინველს თეთრ ლაქებად დააჩნდა სინდისი...
და მაინც, გასაკვირი იყო მისი სიმშვიდე და ცივი სისხლი, კოლტებით აისბერგის.
ექო ცარიელი ჭურჭლიდან:
„_ შენ!...
ჰო, შენ! დაიღალე!
მრუშო!
მკვლელო!
ქურდო!
შეუძლებელია არ გქონდეს, ერთი ან რამოდენიმე ამაღლებული მიზანი...! იბრძვი და არც კი იცი _ რისთვის! ...
სხეულზე გამოგჟონა სიმახინჯემ...
მარტოლანდი, მარტოკაცი, მარტოსხეული.............
უსულო არსება ......
უყველაფრო _ არაფერი...
არავინ...
უწინაპრო...
უმომავლო...
ან რას წაიღებ,  ან რას ტოვებ?! ან რა ხარ?! არც ყოფილხარ და ვეღარც იქნები, ოდესმე!

მძულხარ...!

კიდევ მეტად _ მებრალები!
დედის წინ მიხურული ყოველი კარის ხმაურში ისმინები!
მამის უკანასკნელ ამოსუნთქვაში იგრძნობი!
შენგან დაჩაგრულთა მიწასმიახლოვებულ თვალებში იკითხები!
საბადებლის სიმრავლესთან ერთად დაითვლები და … მიეთვლები! 
ვერ სუნთქავ!
ვერ სუნთქავ!
არ გყოფნის ჟანგბადი!
შესაბრალისო... მარტოლანდო! მარტოკაცო! მარტოსხეულო! .... “
_ _ _
ჩაიდენს უკანასკნელს.........
..........გ ა დ ა ხ ს ნ ი ლ ი    ვ ე ნ ე ბ ი დ ა ნ    შ ე ი ს უ ნ თ ქ ა    ჰ ა ე რ ი....





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები