ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2011


ასეა,ასე.

უკეთ ვწერ ხოლმე აივანზე
ასეა,ასე.
აპრილის სიო ფარდებს გპარავს
ჩემი თმებივით,
მე კი ღიმილით და ღიმილით,
ღიმილით სავსე
თვალებიდან გეპირფერები.
ვფიქრობ რომ ასე,
ასე,
ასე, მეასედ მამხელს
ჩემი ლექსები...

შენ ვერ გაიგებ,
მე კი ვფიქრობ გული არ გაქვს,
რა დაგწყდება(შესაბამისად)როცა გამიშვებ.

და თუ რამეს ვწერ,აივანზე,
ასეა,ასე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები