ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2011


აპრილის მესსა

აპრილის მესსა... აპრილის მესსა,
წინაღობები... ბარიკადები!
დაუნდობლობა... განწირულთ კვნესა,
ცივსისხლიანი ჯარისკაცები!
ვდგავარ გამზირზე... თვალწინ ცოცხლდება
იმ გაზაფხულის მძიმე სურათი,
უფალო-ღმერთო! რა ჰქნან ცოცხლებმა
თუკი არა ჰყავთ ჰაჯი მურატი.
შამილის მსგავსი მხედართმთავარი -
ხალხს კვლავ ბრძოლისკენ რომ მოუწოდოს,
საქართველოა ჩვენთვის მთავარი,
არ შემიძლია მკვდარი ვუწოდო
იმ ხალხს, რომელიც ჩვენთვის დაეცა,
იმ გაზაფხულზე-აპრილის ცხრაში...
ჩემს ალალ გულში ცოცხლობენ დღესაც -
გარდაცვლილები ოთხმოცდაცხრაში!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები