| ავტორი: სალადინი ჟანრი: პოეზია 3 აპრილი, 2011 |
რეალითია, გაუხსნიან ბნელ ყუთს პანდორას, ამოუშვებენ, რაც კი მორალს კბილით ეკავა... მუჭა "ცნობადი" გარწმუნებს, რომ ახლა სხვა დროა და საჭიროა "ჩამორჩენილთ" წასალეკავად. ვიცი, სხვა დროა და მეც მინდა ჩემი მადროვონ, ის, რაც მიყვარს და რაც ნამდვილად რწმენის ღირსია, ვიღაც კი ჩემგან დაჟინებით ითხოვს "ავტოგოლს", თითქოს ეს კარი ჩემი არა, ვიღაც სხვისია... ბოლო რიგებში ბილეთები ფასობს იაფად, თუმცა, აქედან უკეთ მოჩანს ლოჟაც, პარტერიც. ძველი სცენიდან მოუსმენენ ახალ სიაფანდს, სახლში რომ დარჩა საკუთარი რწმენის "დამტენი"... მაყურებელი - დრო კი გვიმზერს გალიორკიდან, მხოლოდ მან იცის, ვინ და რატომ ზის კონტრაჟურში... უკანა რიგში ჩრდილმა მხარზე ხელი მომკიდა, - ყალბ ტაშისკვრაში მიგიხვდიო, რატომ გაჩუმდი... სხვა ენა მზეობს ამ ყველაფერ განასხვისებში, მე საკუთარი სიზმარი თუ დამრჩა მხოლოდღა. და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე, და ვუსტვენ შოუს, სულ პირველი, რიგში ბოლოდან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გმადლობ, ბაკურ! სწორედ ასეთი გვერდიდან დანახული მაინტერესებდა ჩემი ლექსი... ირონია, თუნდაც სლენგის გამოყენებით, არა მგონია, მხოლოდ ფუნაგორიის ჟანრს განეკუთვნებოდეს, ზომიერება კი, გეთანხმები, ყველა საქმეში საჭიროა, თუმცა, პოეზიას ზოგჯერ უყვარს ჩარჩოს მსხვრევა, ოღონდ, ჯერ კარგად უნდა იცოდე, რას და რატომ ამსხვრევ... საინტერესო იყო შენი აზრი... გმადლობ, ბაკურ! სწორედ ასეთი გვერდიდან დანახული მაინტერესებდა ჩემი ლექსი... ირონია, თუნდაც სლენგის გამოყენებით, არა მგონია, მხოლოდ ფუნაგორიის ჟანრს განეკუთვნებოდეს, ზომიერება კი, გეთანხმები, ყველა საქმეში საჭიროა, თუმცა, პოეზიას ზოგჯერ უყვარს ჩარჩოს მსხვრევა, ოღონდ, ჯერ კარგად უნდა იცოდე, რას და რატომ ამსხვრევ... საინტერესო იყო შენი აზრი...
13. მე არ მომწონს ამდენი სლენგი, ბევრი დოზით ნამდვილადა რ უხდება პოეზიას. არის რამდენიმე კარგი ფრაზა, მთლიანობაში ვერ მოვიხიბლე როგორც მკითხველი. შინაარსი გასაგებია და ჩემთვის მისაღები, მაგრამ იმდენჯერ ნათქვამი, რომ რაღაც ახლებური სჭირდება. ვატყობ გიცდია,მ აგრამ გადაჭარბებით :) მე არ მომწონს ამდენი სლენგი, ბევრი დოზით ნამდვილადა რ უხდება პოეზიას. არის რამდენიმე კარგი ფრაზა, მთლიანობაში ვერ მოვიხიბლე როგორც მკითხველი. შინაარსი გასაგებია და ჩემთვის მისაღები, მაგრამ იმდენჯერ ნათქვამი, რომ რაღაც ახლებური სჭირდება. ვატყობ გიცდია,მ აგრამ გადაჭარბებით :)
12. :) გიყურებთ ბოლო რიგირდან:) ცოტა პოეზიასა და ხუმრობას შორის შუალედის დაჭრეა აკლია ამ ლექსს მაგალითად:
"ვიღაც კი ჩემგან დაჟინებით ითხოვს "ავტოგოლს", თითქოს ეს კარი ჩემი არა, ვიღაც სხვისია..."
ეს სტრიქონები ნოდარ დუმბაძის "ომარ ხალიან-ზემელსლ" უფრო მაგონებს. პოეზიაში "სლენგების" გამოყენებისა და "გათანამედროვების" მცდელობებს მივესალმები, მაგრამ ეს სახიფათო საქმეა ძაან:) აუცილებლად უნდა იგრძნო სად "ერგება" და სად "უჭერს" ან "ფამფალებს" :) თორემ წამსვე გადახტები "ფუნაგორიის" ჟანრში:)
მე ასე მგონია. საბოლოოდ კი, ნებისმიერ კონკრეტულ ნაწარმოებში, ერთადერთი უფალი - ავტორია:) :) გიყურებთ ბოლო რიგირდან:) ცოტა პოეზიასა და ხუმრობას შორის შუალედის დაჭრეა აკლია ამ ლექსს მაგალითად:
"ვიღაც კი ჩემგან დაჟინებით ითხოვს "ავტოგოლს", თითქოს ეს კარი ჩემი არა, ვიღაც სხვისია..."
ეს სტრიქონები ნოდარ დუმბაძის "ომარ ხალიან-ზემელსლ" უფრო მაგონებს. პოეზიაში "სლენგების" გამოყენებისა და "გათანამედროვების" მცდელობებს მივესალმები, მაგრამ ეს სახიფათო საქმეა ძაან:) აუცილებლად უნდა იგრძნო სად "ერგება" და სად "უჭერს" ან "ფამფალებს" :) თორემ წამსვე გადახტები "ფუნაგორიის" ჟანრში:)
მე ასე მგონია. საბოლოოდ კი, ნებისმიერ კონკრეტულ ნაწარმოებში, ერთადერთი უფალი - ავტორია:)
9. მეც მომეწონა!:) მეც მომეწონა!:)
8. მაგრად მომეწონა +++++ მაგრად მომეწონა +++++
6. ვიღაც კი ჩემგან დაჟინებით ითხოვს "ავტოგოლს", თითქოს ეს კარი ჩემი არა, ვიღაც სხვისია...
უკანა რიგში ჩრდილმა მხარზე ხელი მომკიდა, - ყალბ ტაშისკვრაში მიგიხვდიო, რატომ გაჩუმდი...
და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე, და ვუსტვენ შოუს, სულ პირველი რიგში ბოლოდან...
ჰო, ცუდია, როცა ავტოგოლის მოლოდინშია მავანი... ჩასაფრებულნი რომ არიან, "იქნებ და სადმე ფეხი გადაგიბრუნდესო..." როცა სხვისი მარცხი უხარიათ და თავის თავს თვლიან სამყაროს ცენტრად და ღერძად თუ არა, მამოძრავებელ ძალად მაინც... და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე....
შინაგანად საოცრად შეკრული ლექსია... ყველა სიტყვა რომ საჭირო და აუცილებელია, ისეთი! ბრავო! ვიღაც კი ჩემგან დაჟინებით ითხოვს "ავტოგოლს", თითქოს ეს კარი ჩემი არა, ვიღაც სხვისია...
უკანა რიგში ჩრდილმა მხარზე ხელი მომკიდა, - ყალბ ტაშისკვრაში მიგიხვდიო, რატომ გაჩუმდი...
და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე, და ვუსტვენ შოუს, სულ პირველი რიგში ბოლოდან...
ჰო, ცუდია, როცა ავტოგოლის მოლოდინშია მავანი... ჩასაფრებულნი რომ არიან, "იქნებ და სადმე ფეხი გადაგიბრუნდესო..." როცა სხვისი მარცხი უხარიათ და თავის თავს თვლიან სამყაროს ცენტრად და ღერძად თუ არა, მამოძრავებელ ძალად მაინც... და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე....
შინაგანად საოცრად შეკრული ლექსია... ყველა სიტყვა რომ საჭირო და აუცილებელია, ისეთი! ბრავო!
5. ბოლო რიგებში ბილეთები ფასობს იაფად, თუმცა, აქედან უკეთ მოჩანს ლოჟაც, პარტერიც.
აქედან უფრო ასწორებს ყურება (ყველაფრის)
ლექსმა მოიტანა ... ბოლო რიგებში ბილეთები ფასობს იაფად, თუმცა, აქედან უკეთ მოჩანს ლოჟაც, პარტერიც.
აქედან უფრო ასწორებს ყურება (ყველაფრის)
ლექსმა მოიტანა ...
4. ..
ავტოგოლის მომენტი მომეწონა.. :)
ფინალმა - "არასერიოზული კაცი" გამახსენა..
ხასიათიანი ნაწერია.. მომწონს.. აქვს სათქმელი და თავისებურადაც გამოუვიდა ავტორს გამოთქმა.. ..
ავტოგოლის მომენტი მომეწონა.. :)
ფინალმა - "არასერიოზული კაცი" გამახსენა..
ხასიათიანი ნაწერია.. მომწონს.. აქვს სათქმელი და თავისებურადაც გამოუვიდა ავტორს გამოთქმა..
3. ვიცი, სხვა დროა და მეც მინდა ჩემი მადროვონ, ის, რაც მიყვარს და რაც ნამდვილად რწმენის ღირსია, ვიღაც კი ჩემგან დაჟინებით ითხოვს "ავტოგოლს", თითქოს ეს კარი ჩემი არა, ვიღაც სხვისია... ბოლო რიგებში ბილეთები ფასობს იაფად, თუმცა, აქედან უკეთ მოჩანს ლოჟაც, პარტერიც
და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე, და ვუსტვენ შოუს, სულ პირველი რიგში ბოლოდან...
ძალიან,ძალიან.. გავჩუმდები....5 ვიცი, სხვა დროა და მეც მინდა ჩემი მადროვონ, ის, რაც მიყვარს და რაც ნამდვილად რწმენის ღირსია, ვიღაც კი ჩემგან დაჟინებით ითხოვს "ავტოგოლს", თითქოს ეს კარი ჩემი არა, ვიღაც სხვისია... ბოლო რიგებში ბილეთები ფასობს იაფად, თუმცა, აქედან უკეთ მოჩანს ლოჟაც, პარტერიც
და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე, და ვუსტვენ შოუს, სულ პირველი რიგში ბოლოდან...
ძალიან,ძალიან.. გავჩუმდები....5
2. "სხვა ენა მზეობს ამ ყველაფერ განასხვისებში, მე საკუთარი სიზმარი თუ დამრჩა მხოლოდღა"
მძაფრი პროტესტია ამ ლექსში, კარგად მორგებული ირონიის თუ თვითირონიის ნიღბით! სათქმელიც და შესრულების ტექნიკაც მაღალ დონეზეა "სხვა ენა მზეობს ამ ყველაფერ განასხვისებში, მე საკუთარი სიზმარი თუ დამრჩა მხოლოდღა"
მძაფრი პროტესტია ამ ლექსში, კარგად მორგებული ირონიის თუ თვითირონიის ნიღბით! სათქმელიც და შესრულების ტექნიკაც მაღალ დონეზეა
1. "და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე, და ვუსტვენ შოუს, სულ პირველი რიგში ბოლოდან..." :):) "და აღარ მინდა სხვისი ლუკმა, ისიც სხვის თეფშზე, და ვუსტვენ შოუს, სულ პირველი რიგში ბოლოდან..." :):)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|