ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დანაე...
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2011


ჟ უ ლ ი ე ნ...

                                                                        ,,How I wish, how I wish you were here…  " 
     
            მზის ამოსვლამდე მიყვარხარ ჟულიენ!
              აქ თოვლიც კი შენია..
            ისევ ,,მარმოტანის მუზეუმში":
              _ ჩაის ხომ არ ინებებთ მადმუაზელ?
              _ აჯობებს მითხრათ, რაიმე სიცოცხლის შესახებ...
              _ სიცოცხლე არაა იაფი, არც ფასდაკლებით გაიცემა.
              შემომნატრებიხარ ჟულიენ..
              და თან როგორ..
              და ის, რომ ადამიანის სიკვდილი უფალთან მიახლოებაა და არა სასჯელი შენ ეს ხუთი თითივით იცოდი ჟულიენ.. ანდა ის, რომ ჩვენს მწვანე ჩაის ლიმნისა და პიტნის გემო აქვს და მზე ისევ იცვამს დრუიდის ფორმას, სასმელს გიმზადებს და მერე ერთად ცეკვავთ ,,როკენ როლს"..
                    ეს ცხოვრებაა ჟულიენ?
                  გახსოვს?
                  ერთხელ ღმერთიც გვიყვარდა, ჩემი და შენი ღმერთი და ვლოცულობდით, მერე ის ჯადოსნური სიტყვებიც დაგავავიწყდა...
                    შენ უკრავდი, მღეროდი, გალობდი და ეს ყველაფერი შენი სულიდან მოდიოდა ჟულიენ..
                    _ რას ხედავენ ანგელოზები მზის ამოსვლისას მადმუაზელ?_ მეკითხებოდი ყოველ შებინდებისას.
                      _ სიცოცხლეს ჟულიენ... სიცოცხლეს ხედავენ !
                  მერე თოვლიც მოვიდა..
                  იცი? ყველაზე მეტად ქუჩაში სიარული და იმ  ბილბორდების თვალიერება მიყვარდა ფერად–ფერადი ,,ბიგ მაკების" რეკლამები რომ იყო. მე მაშინ ვხვდებოდი, ადამიანს როცა შია ან სწყურია მხოლოდ მაშინ ახსენდება ის გრძელთმიანი, რომელიც სულ იღიმება და სიკეთის სუნი აქვს..
                      აი ის, ყოველ ღამე ჩვენთან რომ მოდიოდა, შუბლზე გვკოცნიდა და...
                      მე არ მშია ჟულიენ ...
                  .  .  .  .
                    შენ მღერი,
                      გაუცხოებული კლიშეებით ავსებ  ხალხს, გენიალურად გთვლიან და სულ ვერავინ ხვდება შენს სიმარტივეს..
                        ერთიანად მიყვარდი და მძულდი კიდეც ჟულიენ..
                        არაღვთიური თანხვედრა იყო შენსა და ჩემში..
                      .  .  .  .
                    _ ხომ არ მოიწყინეთ მადმუაზელ?
                    _ არა ჟულიენ მე წასვლა მინდა.
                    _ რატომ?
                    _ როცა იგრძნობ რომ დაგივიწყეს უნდა წახვიდე..
                    .  .  .  .
                    ჰგავს სახარებას ისე ღრმაა დღეს შენი აზრი ჟულიენ. და მხოლოდ ღმერთმა იცის, უკვე მერამდენე მამალი ყივის და შენ კი არ ჩანხარ...
                      ,, მიყვარხარ" ყველაზე დაგვიანებული სიტყვაა ამქვეყნად ჟულიენ.. შენ კი ეს სწორედ მაშინ მითხარი, როცა შენი გრძელთმიანი ღმერთები კედლიდან ჩამოხსენი, ათეისტი გახდი, შემდეგ აგნოსტიკი და მერე ბერად წასვლას აპირებდი მახსოვს...
                      .  .  .  .
                    _ მე დავისჯები მადმუაზელ.
                    _ რატომ ჟულიენ?
                    _ ის გრძელთმიანი დამსჯის, ყოველ ღამე ჩვენს ფიქრებს თავსახურს რომ ხდის და ყველაფერს იგებს.
                      _ მიზეზი?
                      _ დღესაც შენფერი თვალები ჰქონდა წმინდა მარიამს...
                      მერე?
                      მერე აღარაფერი მახსოვს... იმ შავ და პრიალა ყუთში ჩაგსვეს სადაც მოხუცებს ათავსებენ ხოლმე, მერე დიდი თოკებით ღრმად გაჭრილ მიწაში ჩაგიშვეს და ყველა ტიროდა...
                      მე არა ჟულიენ..
                      შენ მეუბნებოდი ცრემლები იმდენად წმინდაა ყველას არ აქვს უფლება იტიროსო და მეც ჩუნად ვიდექი..
                      მერე ისევ თეთრებში ჩაცმულებმა წამიყვანეს, დიდი თეთრი პერანგი ჩამაცვეს და ოთახში გამომკეტეს, ოღონდ ესენი იმ გრძელთმიანს არ ჰგავდნენ ჩვენ რომ გვიყვარს ყველაზე მეტად...
                      მუსიკაზეც კი...
                      შენს სიცოცხლესაც ფასი ჰქონდა, ფულზე რომ არ იყიდება და მხოლოდ რომ გრძნობ იმისი, ჟულიენ...
                      .  .  .  .
                      გუშინაც ვნახე
                      ჩემზე ლამაზი თეთრი კვართი ეცვა, თმები უფრო ჩამოეშალა, საოცრად თბილი იყო, ბავშვური და ვარსანფილიის სუნი მოიტანა..
                      იესო მქვიაო
                      თავისთან მივყავდი...

                    მე ვხედავ მზეს, ჟულიენ....                                                                                                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები