ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მაისი, 2011


ვაჟკაცური ლექსი (ზურაბ ბარბაქაძეს)

ფანდურის სიმებს ჩამაჰკარ!
კვლავაც დაუკარ ფანდური,
ჟიპიტაურიც გადაჰკარ,
იმღერე დარდიმანდული
სიმღერა... შენი ბოხი ხმით,
იმღერე-ცოცხლობ სანამდის,
შესაფერისო ჩოხისთვის
ისმოდეს დარუბანდამდის
ომახიანი შენი ხმა,
სულ გცმოდეს ჩოხა ქართული...
მუსიკოსებში სწერიხარ
შენი დოლით და ფანდურით!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები