ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 აპრილი, 2011


ორი ეპიზოდი ოტია იოსელიანთან

        ოტიას დიდი ძაღლი ჰყავდა „ბოხოია“. ერთხელ თავისთან ჩავაკითხე, მოწყენილი დამხვდა. _ რა, მოხდა ბატონო, ოტია? ვკითხე. _ ბოხოიას საყვედური ვუთხარი, როგორი ღირსების გრძნობა ჰქონია,  ჭიშკართან ვნახე მკვდარი. ცოტა ხნის შემდეგ დაამატა_ძაღლს  ერთი გავუწყერი და გული გაუსკდა, რაც მე ამ ხელისუფლებას ვაგინებ სული, როგორ უდგიათ აქამდე.
     

        წალენჯიხაში ტერენტი გრანელის ძეგლის გახსნისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ვართ. კულტურის სახლში შევდივართ. ერთმა დარბაისელმა ქალბატონმა დაინახა ოტია, მაშინვე გზა დაუთმო და მიმართა:
      _ მიბრძანდით, ბატონო, ოტია.
      _არა, როგორ გეკადრებათ, ჯერ თქვენ მიბრძანდით, ქალბატონო! მიმართა ოტიამ.
      _მე არა, ჯერ თქვენ ბატონო, ოტია! 
      ოტია მიუბრუნდა და უთხრა _ „ქალბატონო, მე სამშობლო დავკარგე, თორემ ზრდილობა კი არ დამიკარგიაო“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები