ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2011


ჰაიკუ (გამოუქვეყნებელი) ალენ გინსბერგი

ზამთრის ჰაიკუ

მე არ ვიცოდი სახელები
ყვავილებისა--ახლა
ჩემი ბაღი მკვდარია.


. . .

ვსვამ ჩაის
უშაქროდ
არავითარი განსხვავება.

. . .

ვწევარ ჩემს მხარეზე
სიცარიელეში:
სუნთქვა ჩემს ნესტოებში.

...

შეშლილი
მოცურავს კინოებიდან:
ქუჩა ლანჩის დროს.

...

შევეშვი პარსვას
მაგრამ თვალები, მე, რომ მომაშტერდნენ
ჩარჩნენ სარკეში.

. . .

დედაჩემის აჩრდილი:
პირველი რაც შემომხვდა
მისაღებ ოთახში.

...

ჩემი ადრინდელი დღიური:
პირველი რაც ვიპოვნე
ჩემს ძველ საწერ მაგიდაში.

...

ჩემი საწერი მაგიდა:
პირველი რასაც ვეძებდი
საკუთარ  სახლში.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები