ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 აპრილი, 2011


***

                                                              გადავშლი წიგნს და რომელი ლექსიც მომხვდება,
                                                                იმას ვდებ...არასდროს არ ვარჩევ...ასე ჯობია...:)


ვიცი, უფალო, იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.
გმადლობ, უფალო, ან კი მადლობა
რამეს შეცვლის და რამეს უშველის?!
ვანგრევდი--რადგან ნგრევა მართობდა
და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი.
ვერ შევეგუე უამინდობას,
ნუ მრისხავ--ახლაც ვდგავარ ამ აზრზე
და ის სამყარო--მე რომ მინდოდა,
ნგრევით, ო, ნგრევით გავალამაზე.
ვინც დაითმინა-ნეტად არიან,
მე არასოდეს ვიყავ დამთმენი,
რაც ვქენ--არასდროს არ მინანია,
დავრჩი ჩამქრალი ხელში სანთელი...
ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში,
არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ,
ვარ სამყაროთა სიმარტოვეში
ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
ვიცი, უფალო, იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.

                                                      ტარიელ ხარხელაური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები