ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2011


ხვარამზეს

სხვა მზე არ ვიცი, მაგრამა
ფშავის მზე აგენთებოდა!
სიყვარულისთვის დამაშვრალს -
სანთელიც დაგენთებოდა!
ნაჭრილობევზედ ვაჟიკა
მალამოდ დაგედებოდა!
ნაკვეთაურის ცოლობა
ნეტაი დაგბედებოდა!
მაშინ ფშაველი ვაჟიკაც -
უბედურ არ იქნებოდა!
ბედნიერების ძებნაში
ოფლად არ დაიღვრებოდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები