ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიი231
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2011


დახატული შენ...

შეგიცვლი ფერებს და ჩემებურად დაგხატავ თვითონ,
დაგხატავ ისეთს რაც მეგონა ვიპოვე შენში
დაგარქმევ სახელს რაც მე მინდა ან რაც მეგონე,
ისიც ვიცი რომ კიდევ ერთხელ მიწოდებ შეშლილს.
  ფერებს შევარჩევ მხოლოდ მე და მხოლოდ ჩემებურს,
  თმაში იისეფერს და გაზაფხულს გავურევ ღაწვში,
  აპრილი მინდა გადავხატო თითებში, ძვლებში,
  ეს ის აპრილი შენ რომ ჩემთან ფურცელზე გაჩნდი.
თვალებს ჩავუღვრი აყვავებულ კვირტების ფერებს,
გულს აგიძგერებს ნელი სიო, შრიალი ჭადრის,
გამოხედვაში ვნებას ვხატავ, უცვლელს, უწინდელს,
ვნებას რომელიც გააჩინე უცოდველ ბავშვში.
    შუაღამეა, სადაცაა დასრულდება ნახატი ამით,
    დროის საშლელით გადავშალე გრძნობების კვალი,
    დაგიმახოვრებ სწორედ ასეთს როგორიც გხატე,
    ჩემი გრძნობებით, მოლოდინით დაღლილი მარტით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები