ცას სწვდება გვირგვინის გოდება, სიმღერა იმღერეს გედებმა, აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება! დაიძრა წითელი ლანქერი, მტკვრის გული შუაზე გახია, სანთლები ტირიან ... სიონში წმინდანთა გულები მარხია! რა ხდება, ცა გოდებს, ზღვა ბორგავს თუ ცრემლის და ცოდვის ქვაბია? ტიტების გვირგვინი ტივტივებს, საკლავად ზედ კრავი აბია. ქაშუეთს ესროლეს ტყვიები, დედის კვართს სიბილწე ახოცეს, ბინძური ჩექმებით ზედ შედგნენ ნიჩბებით გაკაფულ სახორცეს! ყვავილებს შეებნენ ტანკები, ურჩხულმა სიბილწე ანთხია, თბილსი ქართველთა წამებულ სულების ჯვარცმა და ტახტია! ცას სწვდება გვირგვინის გოდება, სიმღერა იმღერეს გედებმა, აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. თბილსი ქართველთა წამებულ სულების ჯვარცმა და ტახტია!
+2 თბილსი ქართველთა წამებულ სულების ჯვარცმა და ტახტია!
+2
37. ცას სწვდება გვირგვინის გოდება, სიმღერა იმღერეს გედებმა, აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
გამახსენა ის საშინელი დღეები... ცას სწვდება გვირგვინის გოდება, სიმღერა იმღერეს გედებმა, აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
გამახსენა ის საშინელი დღეები...
36. "სიმღერა იმღერეს გედებმა" - ხარვეზია..
"სისხლისფრად თენდება!"
+2 :)
"სიმღერა იმღერეს გედებმა" - ხარვეზია..
"სისხლისფრად თენდება!"
+2 :)
34. გაიხარეთ თქვენ :) ამიტომ მიყვარს ეს გვერდი! იდილია მწერალსა და მკითხველს შორის! გაიხარეთ თქვენ :) ამიტომ მიყვარს ეს გვერდი! იდილია მწერალსა და მკითხველს შორის!
33. გრაფ, ახსნა ყველაფრისა შეიძლება, ინდივიდუალური ხედვით, თუმცა, ვაღიარებ არც ”სისხლის ” იქნებოდა ურიგო. დიდი მადლობა საინტერესო აზრისსთვის, მომწონს, მართლაც გონივრული და გემოვნებიანია! გრაფ, ახსნა ყველაფრისა შეიძლება, ინდივიდუალური ხედვით, თუმცა, ვაღიარებ არც ”სისხლის ” იქნებოდა ურიგო. დიდი მადლობა საინტერესო აზრისსთვის, მომწონს, მართლაც გონივრული და გემოვნებიანია!
32. თუ ცრემლის და ცოდვის ქვაბია? -> ეს არ მომეწონა :)
ანუ რატომ ახლა ავხსნი: ამ შემთხვევაში ცრემლის და ცოდვის ქვაბი ერთდროულად ვერ იქნება ვერცერთ ვარიანტში :) ერთგვარ ანტონიმებს წარმოადგენს ეს სიტყვები, ცრემლი სიმბოლურად ცოდვებისგან განწმენდის სიმბოლოა :) ამ შემთხვევაში ალბათ უკეთესი იქნებოდა ცრემლის მაგივრად სისხლის ყოფილიყო, ეს უფრო მეტად არის თემატურიც, მეტად დაძაბავდა და მოკლედ რავიცი :) ეს ჩემი აზრია... თუ ცრემლის და ცოდვის ქვაბია? -> ეს არ მომეწონა :)
ანუ რატომ ახლა ავხსნი: ამ შემთხვევაში ცრემლის და ცოდვის ქვაბი ერთდროულად ვერ იქნება ვერცერთ ვარიანტში :) ერთგვარ ანტონიმებს წარმოადგენს ეს სიტყვები, ცრემლი სიმბოლურად ცოდვებისგან განწმენდის სიმბოლოა :) ამ შემთხვევაში ალბათ უკეთესი იქნებოდა ცრემლის მაგივრად სისხლის ყოფილიყო, ეს უფრო მეტად არის თემატურიც, მეტად დაძაბავდა და მოკლედ რავიცი :) ეს ჩემი აზრია...
31. 1989 წლის 9 აპრილის აქციების დროს დაღუპული 21 ადამიანის ხსოვნას არასოდეს დაივიწყებს ქართველი, ამის დასტურია, ეს ტკივილიანი და იმედიანი ლექსი!
ყვავილებს შეებნენ ტანკები, ურჩხულმა სიბილწე ანთხია!
ცრემლი! ცრემლი და ცრემლი მადლობა ამ ლექსისთვის ავტორო! 1989 წლის 9 აპრილის აქციების დროს დაღუპული 21 ადამიანის ხსოვნას არასოდეს დაივიწყებს ქართველი, ამის დასტურია, ეს ტკივილიანი და იმედიანი ლექსი!
ყვავილებს შეებნენ ტანკები, ურჩხულმა სიბილწე ანთხია!
ცრემლი! ცრემლი და ცრემლი მადლობა ამ ლექსისთვის ავტორო!
30. მადლობა ყველას, ვისაც გულწრფელად მოგეწონათ ჩემი ლექსი! მადლობა ყველას, ვისაც გულწრფელად მოგეწონათ ჩემი ლექსი!
29. 13. სხვათაშორის და არვიცი რამდენად ძლიერი სარითმო წყვილები აქვს,მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა.. თქვენ გაქვთ ჩემი "კი" : )) თაკა სელეპანიშვილი. 2011-04-09 14:24:17
დიდი მადლობა გულუხვობისთვის! 13. სხვათაშორის და არვიცი რამდენად ძლიერი სარითმო წყვილები აქვს,მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა.. თქვენ გაქვთ ჩემი "კი" : )) თაკა სელეპანიშვილი. 2011-04-09 14:24:17
დიდი მადლობა გულუხვობისთვის!
28. ტკივილიანი ლექსია! და მტკივა... :( ტკივილიანი ლექსია! და მტკივა... :(
27. პრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება! პრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
26. ძლიერი ემოციით დატვირთული, ლექსია.
ძლიერი ემოციით დატვირთული, ლექსია.
25. რა ხდება, ცა გოდებს, ზღვა ბორგავს თუ ცრემლის და ცოდვის ქვაბია?
აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
განსაცვიფრებელი ემოცია, ძლიერი ლექსია
რა ხდება, ცა გოდებს, ზღვა ბორგავს თუ ცრემლის და ცოდვის ქვაბია?
აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
განსაცვიფრებელი ემოცია, ძლიერი ლექსია
24. ცრემლებით ჩავიკითხე, მძიმე და ძლიერი ნაწერია! მოგიკითხეთ ბ-ნო ელდარ! ცრემლებით ჩავიკითხე, მძიმე და ძლიერი ნაწერია! მოგიკითხეთ ბ-ნო ელდარ!
23. მძიმეა...
+2 მძიმეა...
+2
22. დიდი და დაუვიწყარი ტკივილი. გაიხარეთ! დიდი და დაუვიწყარი ტკივილი. გაიხარეთ!
20. ძალიან ემოციური...ჟრუანტელმა დამიარა...5
სანთლები ტირიან ... სიონში წმინდანთა გულები მარხია! რა ხდება, ცა გოდებს, ზღვა ბორგავს თუ ცრემლის და ცოდვის ქვაბია? გულის გულში გაიარა...:-* ძალიან ემოციური...ჟრუანტელმა დამიარა...5
სანთლები ტირიან ... სიონში წმინდანთა გულები მარხია! რა ხდება, ცა გოდებს, ზღვა ბორგავს თუ ცრემლის და ცოდვის ქვაბია? გულის გულში გაიარა...:-*
19. აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
:(( :((
აი, ჩემი საყვარელი პოეტი! გაიხარე, ელდარ! 5
აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!
:(( :((
აი, ჩემი საყვარელი პოეტი! გაიხარე, ელდარ! 5
18. "დაიძრა წითელი ლანქერი, მტკვრის გული შუაზე გახია"
მტკივნეული სტრიქონები!.. "დაიძრა წითელი ლანქერი, მტკვრის გული შუაზე გახია"
მტკივნეული სტრიქონები!..
17. "დაიძრა წითელი ლანქერი, მტკვრის გული შუაზე გახია"
მტკივნეული სტრიქონები!.. "დაიძრა წითელი ლანქერი, მტკვრის გული შუაზე გახია"
მტკივნეული სტრიქონები!..
16. "აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!"
ეჰ!
"აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!"
ეჰ!
13. სხვათაშორის და არვიცი რამდენად ძლიერი სარითმო წყვილები აქვს,მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა.. თქვენ გაქვთ ჩემი "კი" : )) სხვათაშორის და არვიცი რამდენად ძლიერი სარითმო წყვილები აქვს,მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა.. თქვენ გაქვთ ჩემი "კი" : ))
12. ელდარის პოეზიის საღამო და წიგნი მსუურს!!!! :) 55555 ელდარის პოეზიის საღამო და წიგნი მსუურს!!!! :) 55555
11. ნათლად მახსოვს ის ღამე.. მერე... მახსოვს,ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი. მთელს საქართველოს ერთნაირად ტკიოდა... მახსოვს, როგორი ალერსიანები ვიყავით ერთმანეთის მიმართ...ერთად ვიყავით...
მტკივა 9 აპრილი... არაფრისმთქმელი-5
ნათლად მახსოვს ის ღამე.. მერე... მახსოვს,ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი. მთელს საქართველოს ერთნაირად ტკიოდა... მახსოვს, როგორი ალერსიანები ვიყავით ერთმანეთის მიმართ...ერთად ვიყავით...
მტკივა 9 აპრილი... არაფრისმთქმელი-5
10. გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს ! გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს !
9. გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს ! გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს !
8. ძალიან კარგი ლექსია! გულწრფელი სიტყვებია რაც მთავარია :)
"საკლვად ზედ კრავი აბია" - ამ სტრიქონში ხმოვანი აკლია და რომ ჩაამატოთ, უფრო კარგი წასაკითხი იქნება! :) ძალიან კარგი ლექსია! გულწრფელი სიტყვებია რაც მთავარია :)
"საკლვად ზედ კრავი აბია" - ამ სტრიქონში ხმოვანი აკლია და რომ ჩაამატოთ, უფრო კარგი წასაკითხი იქნება! :)
7. მძიმე არა, რაღაც სხვაა... რაღაც მართლა სისხლისფერი...
ვფიქრობ ეს ლექსი ყველა სკოლის მოსწავლემ უნდა ისწავლოს სასკოლო პროგრამაში...
იხარეთ ძია ელდარ ... მძიმე არა, რაღაც სხვაა... რაღაც მართლა სისხლისფერი...
ვფიქრობ ეს ლექსი ყველა სკოლის მოსწავლემ უნდა ისწავლოს სასკოლო პროგრამაში...
იხარეთ ძია ელდარ ...
6. მძიმეა მართლაც რომ... მძიმეა მართლაც რომ...
5. მძიმეა ..
5 რჩეული ლურსმანი. მძიმეა ..
5 რჩეული ლურსმანი.
4. დაგლოცოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!!! დაგლოცოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!!!
3. არაჩვეულებრი ხართ თქვენ! საოცრად წერთ რამხელა ტკივია აქ!
მომწონს თქვენი პოეზია ადრეც მიტქვამს! არაჩვეულებრი ხართ თქვენ! საოცრად წერთ რამხელა ტკივია აქ!
მომწონს თქვენი პოეზია ადრეც მიტქვამს!
2. გვახსოვდეს 9 აპრილი! გვახსოვდეს 9 აპრილი!
1. ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს და აი, 9 აპრილიც–16 ადამიანი ზვარაკად შეეწირა სამშობლოს, შემდეგ კი რამდენი დაიღუპა მოწამვლის გამო– ვინ იცის...
"ცას სწვდება გვირგვინის გოდება, სიმღერა იმღერეს გედებმა, აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!" ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს და აი, 9 აპრილიც–16 ადამიანი ზვარაკად შეეწირა სამშობლოს, შემდეგ კი რამდენი დაიღუპა მოწამვლის გამო– ვინ იცის...
"ცას სწვდება გვირგვინის გოდება, სიმღერა იმღერეს გედებმა, აპრილის ეს ღამე საუფლო ვაჰმე, რა სისხლისფრად თენდება!"
|
|
მონაცემები არ არის |
|
|