ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2011


Sozinho ბრაზილიურად

თვალწინ გიდგამენ კონსტრუქციებს,პაპიე-მაშეს.
ალეგორიულ მარხილებში
ადგილს იკავებ.
აღლუმის ფრთებში შავ უკანალს აგითამაშებს,
ჯერ „მესტრე-სალა“,
გიტარა და კოვაკინიო.

გაცდი სამბადრომს.გაუყევი რიოს ფაველებს.
(აღლუმის ფორმას გირჩევნია
ძველი ტიარა)
თითქოს არ გინდა იმ ექსტაზურ რიტმში ჩაეფლო,
და მარტოობას საკუთარ თავს,
ძალით ატენი.

ვიწრო ოთახსაც ვეღარ ირგებ სხეულზე,-გიჭერს.
(კორკოვადოზე ხელგაშლილი
მოჩანს იესო)
საკუთარ თავთან,სანამ ბოლო გრძნობას ივაჭრებ,
ძილი გჭირდება,
ერთი კარგად,რომ დაისვენო.

მარტოობას კი,შენს ბალიშთან უჩანს ყვრიმალი.
და თავს გაბეზრებს ისევ თხოვნით,-
ფინჯანი ყავის.
უარს ვერ ამბობ(თუმც სიფხიზლეს ძილად აყალბებ)
-აი, ინებეთ!
მე ხომ სუნთქვაც,თქვენ გაგიყავით!



Ani matisi

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები