ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2011


არეული

სიცარიელე,
უშენობით გადატვირთული
და ჩამოშლილი სიძველიდან
სურნელს იყნოსავ.
როცა თვალები შეეზრდება უხილავ სახეს
და თითქოს ფართოდ გახელილი შენი იყო ცა...

სად, შემოდგომის ნელ წვიმაში
(შეშინებული)
სველ სახეზე გეკვრის ფოთოლი...
-შენ ხარ ფარფატა,
(როცა ხეები უფოთლობას ზანტად იმოსავს)
ჩემს სულს ატყვია შენი სახე-
სევდის კარ-დაკარ...
შორი წარსული,
ბუნდოვანი...
ცივა თან-დათან
და ნესტიანი ნიკოტინი მზეზე იშრობს კანს...
სად, გაზაფხული
ჩამოფოთლილ ყვითელ სარდაფთან.

სად, რომელიღაც
პაპირუსიდან...
ღრმად ინაფაზებ
კლეოპატრას,
ჰო, შენი სახე
გამიპულსირდა
შენ ხარ ფარფატა...
მე სამყაროში ვეძებ თვალებს
სევდით დანამულს
სად, მზემ დაგხატა.


გაზაფხულია...
ან რომელ ყვავილს
შერჩენია შენი სურნელი?
სიცარიელე-
უშენობით გადატვირთული
შენ ხარ ფარფატა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები