ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2011


თათა ჭრელაშვილს

წყაროსთან ახლოს-ქვაზე
გოგო ჩამოჯდა ნაზი,
შორიდან ვიცან ხმაზე -
შევაქე სილამაზის
გამო... და ფიანდაზიც
დავუგე კიდევ ერთხელ,
აღარ ვინაღვლებ აწი -
თუ მომაჭრიან ერთ ხელს.
განსაკუთრებით ამას
მინდა გავუსვა ხაზი,
მთვარე სურათებს ქარგავს -
თბილისის სილამაზის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები