ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


  ჩამოტვირთვა

ქალთა მზევ, შუაფხოს ვესტუმროთ!

ქალთა მზევ, შუაფხოს ვესტუმროთ!
ერთურთს ვესროლოთ კაფია,
გავკაფოთ სანამ გამწყდარა
ეგ მოთმინების ძაფია.
ვიკაფიაოთ... სანამდის
ზღვის ამღვრეულა ქაფია,
სხვა ხიბლი აქვს და სხვა ეშხი
ექსპრომტად ნათქვამ კაფიას.
კაფიაობა კიდევა
ღვთით ბოძებული მადლია,
თავაწეულმა დალოცე
საკუთარ მიწის ადლია.
ქალთა მზევ, შუაფხოს ვესტუმროთ!
გავმართოთ შაირ-კაფია,
თორო საცაა გაწყდება -
მოთმინებისა ძაფია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები