ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2011


ვუძღვნი რობერტ მესხს

თან მოიყოლე, სულ ერთი პეშვი
ზღვა... - აქ, ჩვენთან გაახმოვანე...
ვერ შეელიე იქაც  და შერჩი,
პატარ-პატარა გუბურებად
სილაში...-ცრემლი,ნაფეხურები...
და ხარ მოვალე, ეგ სული ნედლი,
ამდენი წელი ზღვასთან ყურებით,
მონატრების წვიმად ადინო....
და გამუდმებით,
და გამუდმებით,
გაანედლო ჩვენი სულებიც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები