ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2011


მოდი...

მოდი, თმენის ამოჭერი ძაფები,
ამოიღე ზღვაში ნაპოვნ ბოთლივით.
მარტოობა სიმარტოვით მძაფრდება,
თითქოს მოჰგავს ქარიშხლის წინ თოლიას...
მოდი, თუნდაც „ეს ხომ იყო“ განცდებად,
ზოგჯერ რეტრო ურჩევნია სიახლეს.
წინათგრძნობას ტანს პერანგი აცვდება,
და საღამოს კაბაში სურს გეახლოს...
მოდი, ციდან ჩამოხსნილი ნალით და,
თქვი, - რაც ხდება, ნიშანია კარგისო!
სიმარტოვე, ერთი ჩუმი ქალია,
არ დატოვებ, ახლოს როცა გაიცნობ...

          12,04.11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები