ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 აპრილი, 2011


ექსპრომტად ნათქვამი კაფია (კატიეს)

კატიე... ჩემო კატიე,
ღალატი ვერ აპატიეს -
კლდეკარის მფლობელ ბაღვაშსა,
შორს მიაგელვებს კვლავ რაშსა...
მხედარი დაუდგრომელი -
მზეს ეფიცხება თმოგველი,
გარს რომ ეხვიათ ფუტკარი -
იმ ბიჭებს ვერ მივუსწარი.
მეც ავიტანდი ზვიადად
ტანჯვას... თუმც დამაგვიანდა!
ვერ გვიხილავენ დარდიანს,
შორით მოვუხმობთ დადიანს!
ვუმღერებთ ’’მრავალჟამიერს“
ხელგაშლილ იმერ-ამიერს...
გვფარავდეს უზენაესი,
გვლოცავდეს უნეტარესი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები