ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2011


მეტრომანია

....ნუ იტანჯები
ნუ ჭუტავ თვალებს,
სათვალიდან ხომ კარგად ჩანს მეტროს საათი?...
მატარებელი იგვიანებს,
ავად გახდა და გვირაბში წევს,
ჩამოჯექი,
გაგრძელე საკუთარ თავთან კამათი


აქ მეტროში ყველა კოსმონავტია....არა?...  აბა რად ეჩქარებათ
თავთავიანთ პლანეტებზე,ნერვიულობენ, აქეთ-იქით დარბიან,
მე კი მხოლოდ ჩემს თავს ჩავუღრმავდები,
ჩავიძირე.....
ნუ მიყურებ შე უსირცხვილოვ თვალებში !....
რა, კოსმონავტის ფორმა მე არ  მაცვია ??????...


მატარებელი გამოჯანმრთელდა და მოიჩქარის,
მოიხადა ყველა სახადი, ყბაყურა თუ გრიპი....  რა ვიცი...
მეც ვაგონში ვარ, დავიძარით და წინ წავედით,  როგორც ტექნოლოგია
ბავშვი კი,  რომელიც  ჯერ არ დაბადებულა, უკვე მეტროთი მგზავრობს!...
დედის წიაღში, აქ ჩემს წინ ,სკამზე,
და მან უკვე მაგნიტური შეიგრძნო ველი....
უქარქაშო ხმლებივით ალესილი რელსები რომ ასხივებენ !!!!..


...გვირაბში ვარ, მარჯვნივ და მარცხნივ მივესალმები,
გარდაცვლილებს, გვირაბის კედელს რომ აჰკრობიან თვალებით და ყურებით
რა უნდათ ნეტავ ?.... გვაკვირდებიან,  უკვირთ...
არააა... აბა აქ ჯერ რა გვინდა, რეპეტიციას გავდივართ მხოლოდ,
მოდი, მოვკვდეთ!....
მოდი, მოვკვდეთ!..
მოდი თეატრალურად მოვკვდეთ,
მოდი, მოვკვდეთ .... ავანსად!....
თქვენც ჩამობრძანდით მეტროში,
თქვენც,  ქალბატონო!.......


15.04.2011.  სერგეი ნეველი.  (ეძღვნება ტერაქტის დროს დაღუპულებს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები