ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 აპრილი, 2011


პასუხი სიყვარულის დღეს.............

გავჩუმდები, ისე როგორც ყოველთვის
და დუმილით აგიხსნი სიყვარულს,
თვალებს დავხრი, ისე, როგორც ყოველთვის
და არ დაგანახებ ცრემლებს
რომლებიც აწითლებულ ლოყებზე იწვიმებენ....
ჩუმად მოგილოცავ სიყვარულის დღეს
და სიტყვებს მიღმა დაფარულ სათქმელს
ვერთქმულ და ვერგამხელილს
სიტყვის კონად შევკრავ,
შენს სასთუმალთან დავაწყობ
იქნებ წაიკითხო
და მერე ერთ ამოსუნთქვად ქცეულმა გულში ჩამიკრა.
ჰო...
გავჩუმდები
ისე, როგორც შენ,
რომელიც ირიბი სიტყვებით ამბობ სათქმელს
რათა მიგიხვდე და დავიჯერო შენი სიყვარული...
კედლიდან სურათი იმზირება:
დახრილი თვალები,
ვისკი, ძირშეუმშრალი ჭიქა,
სიგარეტი
დარდით ავსილი საფერფლე
და გულში ჩაკეტილი
სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები