ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


ე ჭ ვ ი
------
ბაღის სურნელოვან სითბოში
ჰაერდაჰაერ
ფუტკარი რომ აგედევნება.

***
კენწეროზე მზე და ფრინველი.
ერთი ამაღლდება,მეორე გაფრინდება,
მესამე მოიწყენს...

***
კედელზე ბზარი გაიზარდა,
გუმბათი გახუნდა...
სანთელი ძველებურად ანთია.

***
ზამთრის ციდან გალობა მოისმა
და ყინულის ქვეშ
უცნაურად განათდა წყალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები