| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 19 აპრილი, 2011 |
მოწყენილი განწყობების ანდანტეა, ეს დღე მაინც ამოვარდეს რიტმიდან. წვიმის სოლო ჩემს ფანჯრებთან არ თავდება, მგონი, წვიმამ ყელი უკვე იტკინა. ბეღურა და სახურავი როგორ ჰგვანან, თავი როგორ ჩაუქინდრავს ორთავეს. გავალ სადმე შავი ყავის მოსატანად, ხასიათი სანამ ყვირილს მორთავდეს... მეზობელმა ჩართო ძველი მელოდია, ჩემთვის არც მან გაიმეტა მაჟორი. აწმყო წარსულს სავარძელში ელოდება, მე ცხელ ყავას დავატარებ მათ შორის... ხასიათი ისევ დაჯდა ჩემოდნებზე, საუბარი ვერ აეწყო ჯეროვნად. განწყობები, უსაქმური ”ემოები”, მე კი მათი რა უსაგნოდ მჯეროდა... დღე საღამოს უცნაურად ბაძავს ფერით, ვზივარ ახლა ნაწარსულევ აწმყოში.. დასრულდება მალე წვიმის ბაგატელი, მგონი, წვეთი საფინალო აკორდს შლის... 18/04.11
*** ასე ვარ ახლა, დაუნომრავ ბილეთს მოვგავარ, ყველგან რომ მიხვალ და არსად რომ არ მიგიღებენ. გზა უკეთ იცის ჩემი ფიქრის დიდმა გორგალმა, სად იხურება ჩემთვის კარი და სად იღება... თუმც, ისეთი გზაც შემხვედრია -სდექ! - რომ განიშნებს, მე კი ჯიუტად გამივლია სწორედ წითელზე. ბედის წიგნიდან ამოვარდა ერთი სანიშნი, მეც, რა თქმა უნდა, სწორედ ამას მოვიმიზეზებ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გვესმის გრაფ, გვესმის!!!!!!!!+++++++++ გვესმის გრაფ, გვესმის!!!!!!!!+++++++++
17. გავალ სადმე შავი ყავის მოსატანად, ხასიათი სანამ ყვირილს მორთავდეს... ძალიან "ხასიათიანი" ლექსებია, კარგი რიტმით:) პ.ს. აქვე მოკითხვა: ქეთის რუსული რომანსებიდან:) გავალ სადმე შავი ყავის მოსატანად, ხასიათი სანამ ყვირილს მორთავდეს... ძალიან "ხასიათიანი" ლექსებია, კარგი რიტმით:) პ.ს. აქვე მოკითხვა: ქეთის რუსული რომანსებიდან:)
16. "აწმყო წარსულს სავარძელში ელოდება, მე ცხელ ყავას დავატარებ მათ შორის"
"მე კი ჯიუტად გამივლია სწორედ წითელზე"
სულ მგონია, რომ თქვენს ლექსებზე კომენტარს ყველაზე კარგად მათივე ფრაზები აკეთებენ....
"აწმყო წარსულს სავარძელში ელოდება, მე ცხელ ყავას დავატარებ მათ შორის"
"მე კი ჯიუტად გამივლია სწორედ წითელზე"
სულ მგონია, რომ თქვენს ლექსებზე კომენტარს ყველაზე კარგად მათივე ფრაზები აკეთებენ....
15. დღეს თქვენი ლექსები ვნახე გაზეთ ''ქართულ სიტყვა'' - ში და გამიხარდა ძალიან, მიხარია რომ გიცნობთ. ;) :)
555 დღეს თქვენი ლექსები ვნახე გაზეთ ``ქართულ სიტყვა`` - ში და გამიხარდა ძალიან, მიხარია რომ გიცნობთ. ;) :)
555
14. ხასიათი ისევ დაჯდა ჩემოდნებზე, საუბარი ვერ აეწყო ჯეროვნად. განწყობები, უსაქმური ”ემოები”, მე კი მათი რა უსაგნოდ მჯეროდა... ხო, ასეა...მერე დაფიქრდება ხოლმე ადამიანი...:)
ხასიათი ისევ დაჯდა ჩემოდნებზე, საუბარი ვერ აეწყო ჯეროვნად. განწყობები, უსაქმური ”ემოები”, მე კი მათი რა უსაგნოდ მჯეროდა... ხო, ასეა...მერე დაფიქრდება ხოლმე ადამიანი...:)
13. როგორც ყოველთვის :)
.............
"ვზივარ ახლა ნაწარსულევ აწმყოში.."
როგორც ყოველთვის :)
.............
"ვზივარ ახლა ნაწარსულევ აწმყოში.."
12. "ხასიათი სანამ ყვირილს მორთავდეს..."
აი, ზუსტად ასე ვარ დილიდან... ლექსი? რა თქმა უნდა ძალიან კარგია !
ასევე მეორე ლექსიც, მიას უყვარს აქ მოსვლა :* :* :* "ხასიათი სანამ ყვირილს მორთავდეს..."
აი, ზუსტად ასე ვარ დილიდან... ლექსი? რა თქმა უნდა ძალიან კარგია !
ასევე მეორე ლექსიც, მიას უყვარს აქ მოსვლა :* :* :*
11. კარგი მკითხველი კარგი მუხტის მომცემია... მადლობა მათ, ვინც მკითხულობს... კარგი მკითხველი კარგი მუხტის მომცემია... მადლობა მათ, ვინც მკითხულობს...
10. კარგიაააააა კარგიაააააა
9. აჰ ქალბატონო თანანა აჰ! რა ვქნა?! რამე ცუდი დადეთ რა ჩემი ხათრით :D ხალხს მოსყიდული ვეგონები :) ხალხო ეს ადამიანი პოეტია! გესმიიიით?! აჰ ქალბატონო თანანა აჰ! რა ვქნა?! რამე ცუდი დადეთ რა ჩემი ხათრით :D ხალხს მოსყიდული ვეგონები :) ხალხო ეს ადამიანი პოეტია! გესმიიიით?!
8. ძა;ლიან მომეწონა,ძალიან. ძა;ლიან მომეწონა,ძალიან.
7. განწყობის ლექსებია, მეც რაღაც ამ ლექსების განწყობაზე ვარ .... :) განწყობის ლექსებია, მეც რაღაც ამ ლექსების განწყობაზე ვარ .... :)
6. სასიამოვნოდ იკითხება ნამდვილად. ოსტატის ხელი. სასიამოვნოდ იკითხება ნამდვილად. ოსტატის ხელი.
5. მომეწონა ორივე .ასეთი განწყობა მიყვარს.
5 რჩეული ლურსმანი. მომეწონა ორივე .ასეთი განწყობა მიყვარს.
5 რჩეული ლურსმანი.
4. მეორე ლექსი მიმყავს..
მეორე ლექსი მიმყავს..
3. კი, კი. ძალიან კარგებია! კი, კი. ძალიან კარგებია!
2. კარგებია. განწყობაგადამდები. კარგებია. განწყობაგადამდები.
1. აი თითქოს ბანალური, მარა მთავარია მაინც "როგორ" და არა "რა"
სიამოვნებით წავიკითხე ორივე :) აი თითქოს ბანალური, მარა მთავარია მაინც "როგორ" და არა "რა"
სიამოვნებით წავიკითხე ორივე :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|