ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2011


აღმაშენებელი

აღმაშენებელი ტახტზე დაბრძანდება
ხელში გვირგვინით და კვერთხით!
მეფის იერ-სახე ახლა ისეთია -
როგორც გამოხედვა ვეფხის!
მის დროს საქართველო იხსენიებოდა -
მართლმადიდებლობის ბურჯად!
უფალს ვადიდებ და ლექსით ვადღეგრძელებ,
ეს მან გამაჩინა გურჯად!
ოღონდ ცერზე შემდგარ მამულს დასჭირდეს და
ოფლად დავიღვრები დიდგორს!
არ გავათელინებ მომხდურს დიდგორის ველს,
არც ამ ’’გაწყვეტილას“  მინდორს!
აღმაშენებელი დიდგორს მიბრძანდება
თავის მხედრობით და რაშით!
კიდევ გაგიმარჯვდეს მტერზე დავით მეფევ,
ღმერთმა გაგიმარჯოს, დავით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები