ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2011


... /ნ.დ_ს/

შენი სევდისფერით კანი უმუქდება ამ ქალაქს,
ვიდრე ეს მჭლე მთვარე თოთო სხივ-ნაყოფით იხარებს,
შიშებად ქცეული ეჭვები სულს ისე დალაქავს,
საკნის მარტოობა აღარ მიგახედებს მზის მხარეს.

ითმინე სამყარო, დრო ახლა ანათემა, წყევლა,
ხომ იცი, რაბი რომ არავის არასდროს არ ტოვებს,
ცხოვრება ასეა, "ქარებთან უმიზნოდ დევნაა",
დღე სხვენზე გამოფენს ღამეთა ფერწასულ ფანტომებს.

ფიქრი_ ჯარისკაცი ახლოა და ისე შორია,
მკვლელი გაზაფხული  ბეხრეკ  ზამთარივით ახველებს,
ახლა შენს სარკმელთან ისე გონწასული თქორია,
ტუსაღი სიზმრიდან ტანში კივილისკენ გახელებს.

დატოვებ ამ დღეებს, ვით ცრემლზე უმწარეს სახსოვარს,
ღამეებს ელდებით და კოშმარხილვებით გადახრულს,
მალე მზე თაბორზე სხივების რაშებით გადმოვა,
შიშველი ნუშებიც იმშობიარებენ გაზაფხულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს