ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2011


ს ა ფ ე ხ უ რ ე ბ ი...

      სუსხიანი ქარი  ნანატრ სითბოს ებრძოდა გამეტებით.  მზის სხივები თითქოს აღწევდა მიწამდე, მაგრამ მაინც მციოდა.
–  ახლა ძაღლს არ გააგდებენ გარეთ!
–  ნუ გეშინია, ერთად იოლად ვივლით, უნდა წავიდეთ!
ტვირთი ავიკიდე მხრებზე. აღმართს ავუყევით. საფეხურები უსასრულოდ გრძელდებოდა. მუხლები მომეკვეთა. დავეცი. ხელი ჩამკიდე და წამომაყენე...
  გზადაგზა ბნელს ნათელი ცვლიდა, ნათელს – ბნელი. რა ძნელი ყოფილა სიმაღლისკენ სვლა – ქარი უკან მიათრევდა ჩემს სხეულს.
–  ეს სიმძიმე მაინც ჩამომხსენი მხრებიდან!..
–  მე აღარ შემიძლია. ცოტაც მოითმინე,  გათავისუფლდები.  როგორც იქნა ავედით. მძიმე და სუფთა ჰაერი შეხვდნენ ერთმანეთს. თვალწინ ჩაიარა განვლილმა ცხოვრებამ. შემრცხვა. შეგეცოდე. სიბრაზეც მოგერია...
    ამოვისუნთქეთ...
–  ახლა უნდა  დავბრუნდეთ...
–  მე თვითონ! – გითხარი და ხელი გაგიშვი თავდაჯერებულმა.
  წამით უკან მივიხედე განვლილი გზისკენ.
  ფრთხილადო გინდოდა გეთქვა?!..

                                    ( მე-კალ-მე-ს )


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები