ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2011


მოსვლის წინ ...

ამხსენი, რაბი, ყელზე ზამთრის ზანზალაკები,
ხმას გამოსცემენ ყრუს და ცრემლში მწარედ ჩაწებულს,
მშოლტავენ, რაბი, ჩვენებური ავაზაკები,
ჩემს წილ მე-ს კლავენ დავიწყებულს ან არარსებულს.

ქალს მიწა ჰქვია, მიწას _  დედა, დედას_ სანთელი, _
გამოუტანეს განაჩენი ყველაფერს სათნოს.
მიხსენი, რაბი, ამაშორე სვე-განსაცდელი,
ავად თუ კარგად შენთან ვიდექ, რაც თავი მახსოვს...

რაბი, მზე ზეცას მხრებით იჭერს სხივთა ცრემლებით...
ჩემს ცოდვილ სულზე ჩემს უფრორე ვიცი, რომ სწუხხარ,
დაბრუნდი, რაბი, სული მიმდის, შეგთხოვ ვედრებით,
დაბრუნდი, რაბი, ჩემი ერთი მშველელი თუ ხარ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს