ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2011


ჯული

გამთენიაა, ხასიათია ჰომოგენური,
რადგან დაკიდეს ღამე გაცვეთილ ოწინარებზე,
ტროტუარებზე სველი კვირტების ომობანაა
და კვირტებს შორის ჩემი ნაბიჯი მოწინავეა.

ხდება ისედაც - წვიმა კენჭები, სილაა თუნდაც,
უდაბნოებიც გვანან მტკნარი წყლით ჩამდგარ მირაჟებს
და მივსდევ ჯული შენს სიქალწულეს ვნების კვირაში,
როგორც ბავშვობა, დახეულ ბადით პეპლების გუნდებს.

ასეა ჯული, თხელი ხელები მარლბოლარივით
პატიოსანი თამაშის წესებს აბოლოვებენ
და ქმნიან ერთგვარ ჯებირს, ბარიერს, ახალ  სირთულეს,
ანდა შეგრძნებებს, რომლის ფორმები აბსტრაქტულია...

თუმცა ქალაქი სხვა განწყობებით იღვიძებს რაღაც,
რაღაცნაირი ალვეოლებით იწყებს ხელახლა
სუნთქვას და ვგავარ გაშეშებულ ძეგლს კიკვიძის ბაღში,
შენ კი მაგონებ ნაჩუქარ ყვავილს, წიგნს რომ შეახმა.

ამგვარად ვრჩებით სხვადასხვა მხარეს - ომობანაა,
მკვდარი კვირტების სასაფლაოა აპრილში შოსე,
ჩემი ნაბიჯი სხველ ტროტუარებს ყრუ ხმებით მოსავს
და გვათენდება, ოწინარებით, ჰომოგენურად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები