ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დანაე...
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2011


რაბი !

გალილეადან ნაზარეთამდე წამყევი
რაბი!
სუნთქვაშეკრული შევიგრძნობდი ვარსანფილიებს..
რაღაც სხვა ფერის გახდომია თვალები
რაბი!
რეალობამდე ის ებრძოდა შენს ემპირიებს...

გაზაფხულიდან ზაფხულამდე წაჰყევი
რაბი!
უჭირს აღიქვას და შეიგრძნოს თავად მესია..
თანაც თვალები გახდომია ისე უბრალო,
გაღიმებაც კი გაიხადა მან პროფესიად...

სიყვარულიდან სიძულვილამდე გამყევი
რაბი!
ასე შორსაა იუდეადან კაპერნაუმი,
რა დასჯილივით არ შეეძლო მას სიყვარული
თავად მიხვდები მის ცხოვრებას, როცა ჩაუვლი...

ერთი სუნთქვაც და...
სიკვდილამდე გამყევი
რაბი!
რატომ მგონია ამიჯანყდა უზენაესი,
გადავაბიჯოთ მიტოვებას მოურიდებლად,
დაუფიქრებლად გადავყიდოთ ცრემლის ბრაესი...

ღმერთის სულიდან მის სულამდე გამყევი
რაბი!
ასე ძვირია უფლისადმი გამოსასყიდი,
ისე უბრალო გახდომია თითქოს თვალები,
მასთან ცხოვრებას, დამიჯერებთ? რაბი, კვლავ ვცდიდი..

იქნებ ამიტომ შეუცვლია მას თავის სული,
რეალობამდე რომ ებრძოდა შენს ემპირიებს,
გალილეადან ნაზარეთამდე გამყევი
რაბი!
გზად მასთან ერთად შევიგრძნობდი ვარსანფილიებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები