ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2011


ზაზა აბზიანიძე – იუნკრები

ალბათ დახედე -
გადათვალე ყველა უკლებლივ,
ტაბახმელასთან გაუნძრევლად იწვნენ იუნკრები.
მიძინებული, უწვერული შენი ბიჭები,
სად მიდიოდი,
მათ საფლავებს რომ აბიჯებდი?
ან რა უთხარი მათ ჩურჩულით, დაბრუნებისას:
“მაპატიეთო”, თუ მხოლოდღა – “ძილი ნებისა”…
საით წაგიყვანს ახლა მათი შუქი უქრობი,
ვის განარიდებ?
ვის ეძმობი?
ვის ემუქრები?
ვისთან იომებ?
ვის დაუთმობ?
ვის მიენდობი?
აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი,
სადაც ერთ მწკრივად,
როგორც წინათ,
დგანან უკლებლივ -
შენი დამცველნი,
შენი ძენი,
შენი იუნკრები.

- - - - - -- - - - - - -- - -

ეს კი  სიმღერაა : http://www.youtube.com/watch?v=EDnoio1Z7gM

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს