ისე, უბრალოდ, გადავწყვიტე ოთახში აღარ მომეწია. ვიფიქრე: ასე არც სხვებს შევაწუხებ და არც იმდენს მოვწევ რამდენსაც ვეწევი მეთქი... ისევ მიზეზების სიზუსტესთან მიმყავხარ, ისიდორე, რადგან ახლა ისევ ვეწევი, აქვე, ოთახში და თან, იმ ხეზე მინდა გესაუბრო, იმ მწვანე ხეზე, აივანზე მოსაწევად გასულს, ლაპიონის ქვეშ მდგარი, ჩვენი არსებობის გამართლებად, რომ მომეჩვენა
და - აი ახლაც, როცა მე ამ სტრიქონებს გაწვდი, ის ხე ისევ, ისე, უბრალოდ, ისეთივე მშვიდი დუმილით, დგას... და არავის ეპარება ამაში ეჭვი... იმ ხემ, იცის, შემოდგომაზე, რომ ყველა შვილი დაშორდება, გამოაკლდება, ის მკვდარ შვილებს, ჩვენებრ არ ტირის. იცის იმ ხემ, რომ ეს შვილები, მასზე მეტად მიწას ჭირდება... ისიც იცის, როდის იტიროს, არ გეგონოს არ უტირია, აი ვინმე თუ ტოტებს მოსტეხს, ან მწვანე ფოთოლს, მონატეხზე წვენი გადმოსდის, ცრემლებია ეს ისიდორე... ასე დუმილით შეუძლია მთელი ცხოვრება... მის ჩურჩულშიც ტკივილი ბუდობს, აი ეს მაშინ, ნიავი, რომ უცეკვებს ფოთლებს, მის შრიალში, რას არ ჩახვდები... გახსოვს მე და შენ, ერთხელ, როცა მარტო გეგონა, თავი იმ სკამზე, ზურგს უკან, რომ იდგნენ ხეები... დიდი ხანი, რომ ოცნებობდი, ცოტა ხმამაღლაც და მერე, როგორ გეხამუშა, რომ დამინახე, შენ კი თავი, მხოლოდ ხეებთან, მათ ჩურჩულთან გეგონა მარტო. ჰოდა იქნებ ათასი წელი, უნდა მართლაც, კიდეც გავიდეს, რომ ისიდორე, შენ გაიხსენო, ვინმე გიო, თავართქილაძე... ოცდამეერთე საუკუნეში, იმ ვაჟასავით, ამ ხეების სუნთქვა-ჩურჩულზე, ასეთი დიდი ყურადღებით, რომ საუბრობდა... დიახ დღეს, როცა, იქნებ ჩემს გარდა, სულ ყველას დრო, იქნებ ნული ღირს... და სადღაც ჩემიც ფასეული იყოს იქნება... იქნებ კიდევ რამდენმა ქარმა უნდა დაგიბეროს, რამდენმა წვიმამ უნდა დაგასველოს, რამდენმა მზის სხივებმა უნდა გაგითბოს ძვლები, რომ ჩემი სიტყვების: სისველე, სიცივე და სითბო იგრძნო... ამ სამი გრძნობით შემოვიდნენ ჩემი სიტვები და თავიანთი მნიშვნელობებით შეიგრძნო და შეითვისკედლო, იგრძნო, რითი სჯობიხარ ამ ხეს... რომელიც წვიმას ელოდება, ან სულაც მზერას, რომელიც ყველა ქარს, თუ სიოს, თოვლს თუ სათოვარს, რომელიც ყველა მზის ამოსვლას, მდუმარედ ელის. როცა შენ თავად შეგიძლია შეხვდე ამ ყველას. შენ შეგიძლია ეს ხეც იყო, თუ კი ასეა, ამ ხესავით შეგეძლოს თმენაც, ამ ხესავით დაისხამ ნაყოფს, გახდე მესვეტე, დაეყუდო ხესავით სულ მთლად, შეგიძლია, რომ არც იტირო, მაგრამ შენ, მაინც ამ ხესავით მოისხამ ნაყოფს, ადრე თუ გვიან... - ისიდორე, კარგად გამიგე, მოვა ის დროც, იქნებ ბევრი აღარც კი დარჩა, როცა იტყვით: ნული კი არა, (თან წელში გაშლილთ, რაღაც მაგვარ სიამოვნების, მსუბუქი გრძნობით, ბედნიერი კაცის თვალებით) სიყვარული და ამ სიყვარულის გაცემაში დაუყვედრებლად გასაფლანგი მატერიააო. ესეც ხე, ესეც ნული, ესეც კიდევ ჩემი სიტყვა, - შენი? არჩევანი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მე არ მომეწონა. მე არ მომეწონა.
9. :) :) :) მიყვარს სიზუსტე... +5 :) :) :) მიყვარს სიზუსტე... +5
8. კი... კარგი... კარგი ფილმივით გიტოვებს საფიქრალს.. კი... კარგი... კარგი ფილმივით გიტოვებს საფიქრალს..
7. კარგი ლექსია.
კარგი ლექსია.
6. "იცის იმ ხემ, რომ ეს შვილები, მასზე მეტად მიწას სჭირდება..."
"მოვა ის დროც, იქნებ ბევრი აღარც კი დარჩა, როცა იტყვით: ნული კი არა, (თან წელში გაშლილთ, რაღაც მაგვარ სიამოვნების, მსუბუქი გრძნობით, ბედნიერი კაცის თვალებით) სიყვარული და ამ სიყვარულის გაცემაში დაუყვედრებლად გასაფლანგი მატერიააო.
ესეც ხე, ესეც ნული, ესეც კიდევ ჩემი სიტყვა, - შენი? არჩევანი."
მომეწონა, მთლიანად...
"იცის იმ ხემ, რომ ეს შვილები, მასზე მეტად მიწას სჭირდება..."
"მოვა ის დროც, იქნებ ბევრი აღარც კი დარჩა, როცა იტყვით: ნული კი არა, (თან წელში გაშლილთ, რაღაც მაგვარ სიამოვნების, მსუბუქი გრძნობით, ბედნიერი კაცის თვალებით) სიყვარული და ამ სიყვარულის გაცემაში დაუყვედრებლად გასაფლანგი მატერიააო.
ესეც ხე, ესეც ნული, ესეც კიდევ ჩემი სიტყვა, - შენი? არჩევანი."
მომეწონა, მთლიანად...
5. ვისიამოვნე თქვენი პოეზიის საღამოზე :) ჯინას თანხმობა :) + 5 ვისიამოვნე თქვენი პოეზიის საღამოზე :) ჯინას თანხმობა :) + 5
4. "შენ შეგიძლია ეს ხეც იყო, თუ კი ასეა, ამ ხესავით შეგეძლოს თმენაც, ამ ხესავით დაისხამ ნაყოფს, გახდე მესვეტე, დაეყუდო ხესავით სულ მთლად, შეგიძლია, რომ არც იტირო, მაგრამ შენ, მაინც ამ ხესავით მოისხამ ნაყოფს, ადრე თუ გვიან..."
საინტერესო ხედვა – სიზუსტის განსხვავებული რაკურსი!.. "შენ შეგიძლია ეს ხეც იყო, თუ კი ასეა, ამ ხესავით შეგეძლოს თმენაც, ამ ხესავით დაისხამ ნაყოფს, გახდე მესვეტე, დაეყუდო ხესავით სულ მთლად, შეგიძლია, რომ არც იტირო, მაგრამ შენ, მაინც ამ ხესავით მოისხამ ნაყოფს, ადრე თუ გვიან..."
საინტერესო ხედვა – სიზუსტის განსხვავებული რაკურსი!..
3. იმ ხემ, იცის, შემოდგომაზე, რომ ყველა შვილი დაშორდება, გამოაკლდება, ის მკვდარ შვილებს, ჩვენებრ არ ტირის. იცის იმ ხემ, რომ ეს შვილები, მასზე მეტად მიწას სჭირდება... ისიც იცის, როდის იტიროს, არ გეგონოს არ უტირია, აი ვინმე თუ ტოტებს მოსტეხს, ან მწვანე ფოთოლს, მონატეხზე წვენი გადმოსდის, ცრემლებია ეს ისიდორე...
ასე დუმილით შეუძლია მთელი ცხოვრება... მის ჩურჩულშიც ტკივილი ბუდობს, აი ეს მაშინ, ნიავი, რომ უცეკვებს ფოთლებს, მის შრიალში, რას არ ჩახვდები...
ძალიან დამაფიქრებელი ნაწერია...შესანიშნავი ლექსი!!! +555 იმ ხემ, იცის, შემოდგომაზე, რომ ყველა შვილი დაშორდება, გამოაკლდება, ის მკვდარ შვილებს, ჩვენებრ არ ტირის. იცის იმ ხემ, რომ ეს შვილები, მასზე მეტად მიწას სჭირდება... ისიც იცის, როდის იტიროს, არ გეგონოს არ უტირია, აი ვინმე თუ ტოტებს მოსტეხს, ან მწვანე ფოთოლს, მონატეხზე წვენი გადმოსდის, ცრემლებია ეს ისიდორე...
ასე დუმილით შეუძლია მთელი ცხოვრება... მის ჩურჩულშიც ტკივილი ბუდობს, აი ეს მაშინ, ნიავი, რომ უცეკვებს ფოთლებს, მის შრიალში, რას არ ჩახვდები...
ძალიან დამაფიქრებელი ნაწერია...შესანიშნავი ლექსი!!! +555
2. სიზუსტე აკლდა ამ საიტს :) სიზუსტე აკლდა ამ საიტს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|